შპს „ჯეთპაჩერ ჯორჯიას“ დირექტორებს 2 მილიონი ლარის მითვისება ბრალდებათ

© https://www.facebook.com/sagamodzieboფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური - Sputnik საქართველო
გამოწერა
გამოძიებამ დაადგინა, რომ „ჯეთპაჩერ ჯორჯიას“ მიერ, რეალურად შესრულებული სამუშაოების ღირებულება გაცილებით ნაკლებია ქალაქის მერიისა და ძველი თბილისის გამგეობისთვის წარდგენილ, შესრულებული სამუშაოს აქტებში ასახულ ღირებულებაზე

თბილისი, 11 ივნისი — Sputnik. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, 2 მილიონ 27 ათას 145 ლარის (დაახლოებით 900 ათასი დოლარი)  მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლების ფაქტზე შპს „ჯეთპაჩერ ჯორჯიას“ მოქმედი და ყოფილი სამი დირექტორი, სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა. 

 გამოძიების მონაცემებით, აღნიშნული საწარმო 2008-2012 წლებში სისტემატურად იმარჯვებდა ქალაქ თბილისის მერიისა და ძველი თბილისის გამგეობის მიერ გამოცხადებულ ტენდერებში გზების სარეაბილიტაციო სამუშაოებზე, რომელთა საერთო ღირებულება შეადგენდა 8 252 729 ლარს(დაახლოებით 3.6 მილიონი დოლარი).

 „გამოძიებამ დაადგინა, რომ „ჯეთპაჩერ ჯორჯიას“ მიერ, რეალურად შესრულებული სამუშაოების ღირებულება გაცილებით ნაკლებია ქალაქის მერიისა და ძველი თბილისის გამგეობისთვის წარდგენილ, შესრულებული სამუშაოს აქტებში ასახულ ღირებულებაზე“ — ნათქვამია უწყების განცხადებაში.

 გამოძიება გრძელდება სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მესამე ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს ცხრა წლამდე პატიმრობას.

ყველა ახალი ამბავი
0