საქართველო და ისრაელი კულტურისა და სპორტის სფეროებში ითანამშრომლებენ

© photo: Sputnik / Рухкян / გადასვლა მედიაბანკშითბილისი
თბილისი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროში შედგა „ისრაელის სახელმწიფოს მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის 2015-2018 წლებისთვის განათლების, ახალგაზრდობისა და სპორტის სფეროში თანამშრომლობის შესახებ“ პროგრამის ხელმოწერა.

თბილისი, 11 ივნისი —  Sputnik. ისრაელისა და საქართველოს შორის 2015-2018 წლებისთვის განათლების, ახალგაზრდობისა და სპორტის სფეროში თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-სამსახური 11 ივნისს იტყობინება. 

 „პროგრამის მიზანია განათლების, მეცნიერებისა და სპორტის დარგებში ორმხრივი ურთიერთობებისა და ხალხთა შორის კონტაქტების გაღრმავება. ხელმოწერის ცერემონიაზე მხარებმა იმედი გამოთქვეს, რომ პროგრამის ფარგლებში თანამშრომლობა თავის წვლილს შეიტანს ხალხთა შორის ურთიერთობების განვითარებისა და ორი ქვეყნის ისტორიისა და კულტურის შესახებ ცნობადობის ამაღლების საქმეში, განსაკუთრებით  ახალგაზრდებს შორის“ — ნათქვამია განცხადებაში.

 პროგრამას „ისრაელის სახელმწიფოს მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის 2015-2018 წლებისთვის განათლების, ახალგაზრდობისა და სპორტის სფეროში თანამშრომლობის შესახებ“ ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროში მოეწერა ხელი.


ყველა ახალი ამბავი
0