წარწერის „ბიძინა წადი“ წაშლის მცდელობა დაკავების მიზეზი გახდა

© RIA Novostiბიძინა ივანიშვილი
ბიძინა ივანიშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მოწოდება „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ექს-პრეზიდენტ ბიძინა ივანიშვილის მისამართით, ოთხშაბათს ღამე გაჩნდა.

თბილისი, 11 ივნისი — Sputnik.  პოლიციამ ქალაქ ვანში ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლები იმ მოტივით დააკავა, რომ ისინი ქუჩაზე წერდნენ „ბიძინა წადი“ და და ამით ზიანს აყენებდნენ ქალაქის იერსახეს. ამის შესახებ ტელეკომპანია „რუსთავი 2“ იტყობინება. 

 ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლები მას შემდეგ გაანთავისუფლეს, რაც გაირკვა, რომ ისინი წარწერის წაშლას ცდილობდნენ. მოწოდება „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ექს-პრეზიდენტ ბიძინა ივანიშვილის მისამართით ოთხშაბათს ღამე გაჩნდა. 

 სამართალდამცავები აგრძელებენ გამოძიებას ქუჩაზე გაჩენილი წარწერის ავტორის დასადგენად. „ქართული ოცნების“ მთავარი ოპონენტი „ნაციონალური მოძრაობა" უარყოფს კავშირს ამ საქმესთან.

 „ვანის მოსახლეობა ბიძინა ივანიშვილისაგან თავს მოტყუებულად მიიჩნევს, რადგან ქალაქში არაფერი კეთდება და ეს საპროტესტო წარწერებში გამოიხატება… პოლიცია ჩვენს ოფისში ეძებდა კაცს, რომელმაც ეს წარწერები გააკეთა, მაგრამ ვერ იპოვა“, — განაცხადა დეპუტატმა „ნაციონალური მოძრაობიდან“ აკაკი მინაშვილმა.


ყველა ახალი ამბავი
0