თბილისის ცენტრში არასაპარლამენტო ოპოზიციის წევრები დააკავეს

© пресс-служба "Свободной Грузии""თავისუფალი საქართველოს" წევრები
თავისუფალი საქართველოს წევრები - Sputnik საქართველო
გამოწერა
მანამდე არასაპარლამენტო პარტიებმა ”თავისუფალიმა საქართველომ”, ”ქრისტიან-დემოკრატებმა” და ”რეფორმატორებმა” განაცხადეს, რომ ”სითი პარკის” წინააღმდეგ საპროტესტო აქციებს იწყებდნენ და მიიღეს დეკრეტი, რომლის თანახმადაც კომპანიამ თავის საქმიანობას უნდა გადახედოს.

თბილისი, 11 ივნისი — Sputnik. პარტია ”თავისუფალი საქართველოს” ლიდერები ბეჟან გუნავა და ალექსანდრე შალამბერიძე კომპანია ”სითი პარკის” წინააღმდეგ გამართულ აქციაზე დააკავეს. აქცია კომპანიის წინააღმდეგ ხუთშაბათს, 11 ივნისს ილია ჭავჭავაძის გამზირზე გაიმართა, განაცხადა პარტიის თავმჯდომარემ კახა კუკავამ.

”ისინი დააკავეს, როცა ჩვენ აქციას ვმართავდით. აქცია ტროტუარებზე მანქანების გაჩერების წინააღმდეგ იყო მიმართული, რომელიც კომპანია ”სითი პარკის” ორგანიზებულია და რაც კორუფციული პრაქტიკაა. აქცია პრაქტიკულად დასრულებული იყო, როცა საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები გამოჩნდნენ და დააკავეს ”თავისუფალი საქართველოს” თავმჯდომარის მოადგილე ბეჟან გუნავა და გენერალური მდივანი ალექსანდრე შალამბერიძე”, — განაცხადა კუკავამ.

უფრო ადრე პარტიებმა ”თავისუფალმა საქართველომ”, ”ქრისტიან-დემოკრატებმა” და ”რეფორმატორებმა” განაცხადეს, რომ ”სითი პარკის” წინააღმდეგ საპროტესტო აქციებს იწყებდნენ და მიიღეს დეკრეტი, რომლის თანახმადაც კომპანიამ თავის საქმიანობას უნდა გადახედოს.

კუკავას თქმით, ამჟამად დაკავებულები შსს-ს საგამოძიებო განყოფილებაში იმყოფებიან, საიდანაც ისინი თბილისის საქალაქო სასამართლოში უნდა გადაიყვანონ.


ყველა ახალი ამბავი
0