პირები, რომლებმაც წლების წინ თვითნებურად დაიკავეს დაუმთავრებელი კორპუსები თბილისის გარეუბანში, შესაძლოა გაასხალონ და უსახლკაროდ დატოვონ. ამის შესახებ "რია ნოვოსტის" თბილისის საერთაშორისო პრეს–ცენტრში პროექტის "უსახლკაროთა პირისპირ" კოორდინატორმა მადლენა ხუროშვილმა განაცხადა.
პრობლემის მოგვარებაში დახმარება მან რაიონულ ადმინისტრაციას თხოვა.
"ამ სახლების მაცხოვრებლები ისედაც უმძიმეს პირობებში ცხოვრობდნენ. ეს იყო უბრალოდ ბეტონის კარკასები ტერიტორიაზე, რომელიც ეკუთვნის თბილისის ზღვას და ლოტკინის დასახლებას. მათ არ ქონდათ სახლამდე მისასვლელი გზები, არ იყო შუქი, ბუნებრივი აირი, წყალი. მძიმე ეკონომიკურმა მდგომარეობამ ბევრი ჩვენი თანამოქალაქე დატოვა ქუჩაში. ისინი იძულებულები იყვნენ მოეძებნათ საცხოვრებელი და სიმბოლურად დაიკავეს ეს შენობები. ამასთანავე, საჭიროა ყურადღება გავამახვილოთ იმაზეც, რომ ეს კორპუსები მინდორშია. დღეს, ამ კორპუსებში მცხოვრები პირები ითხოვენ, განუმარტონ მათი გასახლების კანონიერება. მითუმეტეს, მათ არ წარუდგინეს არავითარი საბუთი, თავად კი არაფერი შეუძლიათ. ჩვენმა არასამთავრობო ორგანიზაციამ გადაწყვიტა ნაძალადევის მუნიციპალიტეტის გამგებელს ზაზა გაბუნიას თხოვნით მიმართოს, ყურადღება მიაქციონ ამ ადამიანებს, დაიცვან ყველა იურიდიული ნორმა, უფლება და კანონიერება ამ პრობლემისგადაჭრისას", – განაცხადა ხუროშვილმა.