მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

სააკაშვილის ოდესის გუბერნატორობა ჰგავს გზას მოუსავლეთში

© facebook.com/SaakashviliMikheilმიხეილ სააკაშვილი
მიხეილ სააკაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
არსებულ პირობებში სააკაშვილის ყოფნა ოდესაში, დნესტრისპირეთის საზღვარზე, ცეცხლმოკიდებულ ბიკფორდის თოკს ჰგავს, რომელიც დენთით სავსე კასრს უერთდება, მიაჩნია როსტისლავ იშჩენკოს.

როსტისლავ იშჩენკო — სისტემური ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის ხელმძღვანელი:

მე ყოველთვის მაოგნებდა ზოგიერთი პოსტსაბჭოთა სივრცის პოლიტიკოსის რწმენა ამერიკის უძლეველობასა და Pax Americana–ს  მარადიულობაში. ამ რწმენას რელიგიურსაც კი ვერ ვუწოდებთ. ნებისმიერი რელიგია ხსნის საკუთარ მდგომარეობას. ის ეფუძნება გარკვეულ ფილოსოფიას. ნებისმიერი რელიგიური დოგმატები საჭიროებს ხელახალ გააზრებას და შინაგან საღვთისმეტყველო დისკუსიებსაც იწვევს. ყველა რელიგია (ქრისტიანობაც, ისლამიც, ბუდიზმიცა და იუდაიზმიც ასევე ღვთისმეტყველური რეფლექსიისადმი ნაკლებმიდრეკილი კლასიკური კერპთაყვანისმცემლობაც)  ეჯახება ერესს, იყოფა კონფესიებად, პერიოდულად ემართებათ რეფორმაციის შეტევები. კაპიტალიზმის პოსტსაბჭოთა ნეოფიტების რწმენა კი ამერიკის აბსოლუტურ პრიმატზე აბსოლუტურია, როგორც ტოტალიტარული სექტის ადეპტთა რწმენა საკუთარი გურუსადმი. ისინი ანგარიშს არ უწევენ ობიექტურ სიტუაციას და სწამთ გონების საწინააღმდეგოდ. ისინი მზად არიან, ვაშინგტონის რეკომენდაციით არა მხოლოდ დანაშაული ჩაიდინონ (სერბეთსა და კოსოვოში ჩატარებული ეთნიკური წმენდა, სამხრეთ ოსეთზე თავდასხმა, სისხლიანი გადატრიალება კიევში, დამწვარი ადამიანები ოდესაში, სამხედრო ოპერაცია დონბასის სამოქალაქო მოსახლეობის წინააღმდეგ), არამედ ობიექტური პირადი ინტერესების წინააღმდეგაც წავიდნენ და ნეტარად ეჯეროთ, რომ ამერიკელმა „ზეციურმა ბოსებმა“ უკეთ იციან, რა უნდა გააკეთონ. ხოლო საკუთარ ერთგულ „ქურუმებს“ ისინი აუცილებლად დაიცავენ. 

ასეთი რწმენის უკანასკნელი მაგალითია საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, სააკაშვილის  მოღვაწეობა უკრაინაში.

კონსულტანტი უკვე ქალაქშია 

მიხეილ ნიკოლოზის ძე ამა წლის თებერვალში ამერიკიდან კიევში მივლინების ფაქტს უნდა დაეყურადებინა. ბოლოს და ბოლოს, საქართველოში თავისი კი მოიმკო, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ პირადი ქონების მოცულობით უორენ ბაფეტს ნამდვილად ვერ შეედრებოდა, მშვიდი და საკმაოდ მდიდრული ცხოვრებისთვის მაინც ეყოფოდა.

თავისი ქართული გამოცდილებით უკრაინის დახმარებაც არ შეეძლო — არც ის სიტუაციაა (უკრაინა საქართველოზე ბევრად დიდია და მისი სოროსისა თუ სახელმწიფო დეპარტამენტის ფულებით შენახვა შეუძლებელია), არც ის დრო (ზესახელმწიფოების დაპირისპირებამ ფარულობის ფაზა გაიარა და ახლა  ღიად მიმდინარეობს) და თავად სააკაშვილის ქართული გამოცდილებაც ისეთია, რომ მტერს არ ვუსურვებ (ქვეყნის ტერიტორიის მეოთხედი დაკარგულია, თავადაც გაქცევა მოუწია — გენერალური პროკურატურა მის გადაცემას ითხოვს). 

და მაინც, ისე ჩანს, რომ საკუთარი ნარცისიზმით დაბრმავებულ სააკაშვილს კითხვაც კი არ დაუსვამს თავისთვის, რატომ აგზავნიდნენ ოკეანისგაღმელი კეთილმოსურნეები ჩვენ თვალწინ დაშლილი უკრაინის მთავრობის „საკონსულტაციოდ?“ არადა, ღირდა კი. იმიტომ, რომ ვაშინგტონმა აშკარად თავიდან მოიშორა აწ უკვე უსარგებლო მარიონეტი. 

საქართველო, რომლის მთავრობამაც შეინარჩუნა აშშ–სადმი ლოიალობა, მაგრამ სახელმწიფო ინტერესების დასაცავად სააკაშვილზე მეტად პრაგმატულად დაიწყო მუშაობა, სულაც არ არის აღფრთოვანებული იმით, რომ ვაშინგტონი უარს ეუბნება ექს–პრეზიდენტის გადაცემაზე. ამით აშშ–მა ეჭვქვეშ დააყენა საქართველოს პროკურატურის პროფესიული რეპუტაცია. 

სააკაშვილის გადაცემა აშშ–ს არც შეუძლია, იმიტომ რომ თბილისში გამართული პროცესის შემდეგ გაირკვეოდა, რომ საქართველოს თითქმის ათი წლის მანძილზე მართავდა ვაშინგტონის მიერ მხარდაჭერილი კორუმპირებული დიქტატორი და (სავსებით შესაძლებელია) არა მარტო პოლიტიკური ოპონენტების, არამეს გავლენიანი თანამებრძოლების (ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების საქმეზე გამოძიება გრძელდება და ძირითადი ვერსია მკვლელობაა) მკვლელობის ორგანიზატორიც. 

მაგრამ თუ სააკაშვილს უკრაინაში მრჩევლად გააგზავნიდნენ, მაშინ ოფიციალურ თბილისთან ურთიერთობაში ყველა დანაკარგი კიევის ხელისუფლებას დაბრალდებოდა, ხოლო ვაშინგტონი სუფთა სინდისით აუხსნიდა აღშფოთებულ ქართველებს, პოროშენკო იმდენად დამოუკიდებელი პრეზიდენტია, რომ არათუ თბილისის, არამედ თავად აშშ–ის თხოვნასაც არ ითვალისწინებსო. 

პოროშენკოს მრჩევლობა მსუბუქი საქმიანობა გახლდათ და ეს კიდევ აძლევდა სააკაშვილს იმის იმედს, რომ მისი საქმე როგორღაც მოგვარდებოდა, საქართველოში ხელისუფლება შეიცვლებოდა და ის თუ სამშობლოში დაბრუნებას ვერა, იმას მაინც მოახერხებდა, რომ სადმე ვერმონტრში მემუარები ეწერა. 

მაგრამ აი, ოდესაში დანიშვნამ მოუწია. აქ სააკაშვილი სერიოზულად უნდა შეშფოთებულიყო, მაგრამ  მან ეს ისე მიიღო, როგორც ბედის საჩუქარი და ღვთიური ამერიკელი პატრონების მაღალი ნდობის  ნიშანი. სწორედ ამერიკელი პატრონებისა და არა პოროშენკოსი, იმდენად, რამდენადაც გასაგებია, რომ ვაშინგტონის დაბეჯითებული თხოვნის გარეშე, პეტრო ალექსის ძეს კოშმარშიც არ დაესიზმრებოდა მიხეილ ნიკოლოზის ძის ოდესის ხელმძღვანელად დანიშვნა. 

ერთადერთი, რისი გაკეთებაც სააკაშვილს ოდესაში შეუძლია, ეს რეგიონის დამატებით დესტაბილიზაციაა, რომელიც უამისოდაც სერიოზულად აფრთხობს კიევს. 

სამაგიეროდ, იგორ კოლომოისკის ხალხისგან განსხვავებით, რომლებიც აქამდე აკონტროლებდნენ ოდესას და ოლიგარქის ინტერესებიდან გამომდინარე (რომელსაც მშვიდად მომუშავე ოდესის პორტი სჭირდებოდა, ვინაიდან ის მისი დნეპროპეტროვსკული საწარმოებისთვის საექსპორტო სარკმელს წარმოადგენდა), მეტნაკლებ მშვიდობასა და სტაბილურობას უზრუნველყოფდნენ, სააკაშვილი ხელს არ შეუშლის აგრესიას დნესტრისპირეთის წინააღმდეგ. პირიქით, ეცდება რქებით მიაწვეს და კიდევ ერთი ფრონტი  გახსნას. 

რაში სჭირდება აშშ–ს ომი დნესტრისპირეთში 

უკრაინამ, არ გაამართლა ამერიკული იმედები. კიევის რეჟიმმა, მიუხედავად თავგადაკლული მცდელობისა, ვერ ჩაითრია რუსეთი სამხედრო კონფლიქტში. სანქციებმა ვერ მოცელა რუსეთი. რუსეთის საზოგადოება, ამერიკელი სტრატეგების მოლოდინის საპირისპიროდ,  ერთ მუშტად შეიკრა და პრეზიდენტ პუტინის მხარდაჭერამ აბსოლუტურ ნიშნულს მიაღწია. ანტიამერიკული განწყობა ყოველგვარ ზღვარს სცდება, ხოლო ოპოზიციას ლამის სცემენ ქუჩებში. კიევის შემდგომ შენახვას მხოლოდ ზარალი მოაქვს და არც არანაირი პოზიტიური პერსპექტივა ჩანს.  

მაგრამ ამერიკისთვის უბრალოდ ადგომა და წასვლა საკუთარი მარცხის აღიარებას ნიშნავს. კიევის რეჟიმის კიდევ უფრო შეურაცხადით შეცვლაც შეუძლებელია. სამხედრო დამნაშავეები ხელისუფლების სათავიდან და ნაცისტი ბოევიკები ქუჩებიდან ასე უბრალოდ არ წავლენ: მათ არჩევანი მხოლოდ ციხესა და საფლავს შორის აქვთ. რუსეთი მზადაა, კიდევ დაელოდოს, როდის აღიარებენ აშშ და ევროკავშირი საჯაროდ საკუთარ შეცდომას — და არ ცდილობს დაამხოს პოროშენკო და კომპანია. ესე იგი, უკრაინა სასწრაფოდ უნდა მოიხსნას ბალანსიდან. 

ამ კუთხით დნესტრისპირეთი ბედის საჩუქარია. იქ ნახევარმილიონამდე რუსეთის მოქალქე ცხოვრობს. იქ ათას ხუთასი რუსი სამხედრო დგას. იქ სამხედრო საწყობებია დაკონსერვებული. ამ გაგებით დნესტრისპირეთზე თავდასხმა რუსეთზე თავდასხმად იქნება აღქმული. 

უკრაინამ უკვე განაცხადა, რომ მზადაა დნესტრისპირეთის ბლოკადა მოაწყოს და ოდესასა და მარიუპოლის ახლომახლო ჰაერსაწინააღმდეგო კომპლექსები განათავსოს. ამით უკრაინა არაორაზროვნად დაემუქრა რუსეთს, ჩამოყაროს რუსული „ტრანსპორტნიკები“ თუ მოსკოვი დნესტრისპირეთში საჰაერო ხიდის მოწყობას შეეცდება.  

ამ პირობებში სააკაშვილი ოდესაში, დნესტრისპირეთის საზღვარზე, ცეცხლმოკიდებული ბიკფორდის თოკია, რომელიც პირდაპირ დენთით სავსე კასრს უერთდება. თანაც ეს თოკი ძალზე მოკლეა. გადაულახავი ძალის მდგომარეობა იძულებულს ხდის ვაშინგტონს, იჩქაროს. 

შესაძლო სამხედრო კონფლიქტის თაობაზე

შემდგომი გათვლა უბრალოა.  დნესტრისპირეთზე შეტევა იქნება ეს თუ რუსული თვითმფრინავის ჩამოგდება (განსაკუთრებით, თუ რუს სამხედრო მოსამსახურეთა შორის მსხვერპლი იქნება), ნებისმიერმა უნდა აიძულოს მოსკოვი, წავიდეს სამხედრო პასუხზე და ამით ჩაურევლობის პოზიციაზე უარი თქვას.  ხოლო სამხედრო კონფლიქტის დაწყების შემთხვევაში კიევის რეჟიმის შემდგომი შენარჩუნება უკვე რუსეთისთვის იქცევა ტვირთად. ანუ, ამით შესრულდება უკრაინის აშშ–ის ბალანსიდან მოხსნის ამოცანა. ამასთან, ყველაფერი რუსეთის ხელით კეთდება. ვაშინგტონი შეძლებს, ისე დატოვოს წაგებული უკრაინული მოედანი, რომ სახე არ დაკარგოს. 

რა დაემართებათ პოროშენკოა, იაცენიუკს, ტურჩინოვს, ადგილობრივ ნაცისტებსა და თავად სააკაშვილს — რომელსაც გაქცევისთვის არცთუ ისე ხელსაყრელი პირობები ექნება, როგორც თავის დროზე საქართველოში — აშშ–ს ნაკლებად აღელვებს. ვაშინგტონის აზრით, ეს გეოპოლიტიკის ისეთივე ხარჯია, როგორიც უკრაინაში სამოქალაქო ომისას დაღუპული ათობით ათასი ადამიანი, როგორც სირიის მოვლენებს მსხვერპლად შეწირული ასობით ათასი სიცოცხლე, როგორც მილიონობით დევნილი და როგორც ისინი, ვინც კიდევ უნდა დაიღუპოს ან დევნილად იქცეს. 

ამ გაგებით, სააკაშვილი, რომელმაც თავიც გადადო და კარიერაც აშშ–ის ინტერესებისათვის, მისი „ამერიკელი ღმერთებისთვის“ კიევის პროამერიკული რეჟიმის წინააღმდეგ მებრძოლ დონეცკელ მეამბოხეზე მეტად საინტერესო არ გახლავთ. არაფერი პირადი —  ეს უბრალოდ  ბიზნესია. 

ეჭვი არ შეგეპაროთ, რომ სააკაშვილის ქმედებაში ერთი წვეთი პირადი რწმენაც კი არ არის. გთავაზობთ დაფიქრდეთ შემდეგ პარადოქსზე: 

მიხეილ სააკაშვილი თავს წარმოაჩენდა, როგორც ქართველი ნაციონალისტი, პატრიოტი, რომელიც სამშობლოს გულისთვის ნებისმიერ მსხვერპლს გაიღებდა. და აი ეს პატრიოტი იცვამს მოქარგულ პერანგს, იღებს უკრაინის მოქალაქეობას (საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით კი მისი ქართული პასპორტი ავტომატურად უქმდება), სხვა ქვეყანაში მიდის წვრილ კლერკად სამუშაოდ (იმ თანამდებობასთან შედარებით, რომელსაც ის საქართველოში იკავებდა) და არსებითად უკრაინელ ნაციონალისტად და „უკრაინის პატრიოტად“ გვევლინება. 

და რა საერთოა ამ ორ სააკაშვილს შორის, მხეცური რუსოფობიისა და ვაშინგტონის ერთგული მსახურების გარდა? 


ყველა ახალი ამბავი
0