თბილისი, 11 ივნისი – Sputnik. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფ. სალიბაურის საჯარო სკოლის 6 უფროსკლასელი საკვებით მოწამლვის დიაგნოზით ბათუმის დედათ და ბავშვთა რეგიონულ ცენტრში გადაიყვანეს, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“ ხუთშაბათს, 11 ივნისს.
გავრცელებული ინფორმაციით, მოსწავლეებმა მუცლის არეში ტკივილი მას შემდეგ იგრძნეს, რაც სკოლის სასადილოში ისაუზმეს. ამ დროისათვის მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
სკოლის დირექციის განცხადებით, ბავშვები შესაძლოა სკოლის გარე პერიმეტრზე მოიწამლნენ, რადგანაც სხვა მოსწავლეები თავს კარგად გრძნობენ.