წულუკიანმა საქართველოში ახალი სამინისტროს შექმნა გამორიცხა

© photo: Sputnikსაქართველოს მთავრობა
საქართველოს მთავრობა - Sputnik საქართველო
გამოწერა
მთის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის შექმნის ინიციატივით საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე გია ჟორჟოლიანი გამოვიდა.

თბილისი, 11 ივნისი – Sputnik. საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ხუთშაბათს, 11 ივნისს გამორიცხა მთების საკითხზე სახელმწიფო მინისტრის აპარატის შექმნა. 

„იმ აქტიური დისკუსიიდან გამომდინარე, რომელიც რამდენიმე წუთის წინ ბიუჯეტთან დაკავშირებით გაიმართა, ახალი სამინისტროს შექმნა პრაქტიკულად გამორიცხულია. ყოველ შემთხვევაში, მიმდინარე ან მომავალ წელს“, – განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას მთავრობის სხდომიდან გამოსულმა წულუკიანმა. 

მთის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის შექმნის ინიციატივით საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე გია ჟორჟოლიანი გამოვიდა. 

„ჩვენ გამოვდივართ ინიციატივით, შეიქმნას სახელმწიფო მინისტრის სპეციალური პოსტი, რომელიც უზრუნველყოფს კანონის შესრულებასა და მთიანი რეგიონების განვითარებას. ის კოორდინაციას გაუწევს რამდენიმე უწყებას. ვფიქრობთ, მთავრობა გაითვალისწინებს შეთავაზებას“, – აღნიშნა ჟორჟოლიანმა. 

4 ივნისს საქართველოს პარლამენტმა დაარეგისტრირა კანონპროექტების პაკეტი. „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ ახალი კანონის პროექტი მიმართულია მოსახლეობის კეთილდღეობის, ცხოვრების დონის ამაღლების, დასაქმების ხელშეწყობის, ეკონომიკური და სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების უზრუნველყოფისკენ. კერძოდ, გათვალისწინებულია საგადასახადო და სოციალურ სფეროში შეღავათები, მთიელთა ეროვნული საბჭოსა და ასევე მაღალმთიანი დასახლებების განვითარების ფონდის  შექმნა. 


ყველა ახალი ამბავი
0