მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

საერთაშორისო კოსმოსური სადგურის წევრები დედამიწაზე გამგზავრებამდე კოლეგებს დაემშვიდობნენ

გამოწერა
იგეგმება, რომ მოსკოვის დროით 15.51 საათზე ძრავები დაამუხრუჭებენ, ხოლო 16.43–ზე ეკიპაჟი კაფსულით ყაზახეთის სტეპში გათვლილ წერტილში დაჯდება.

იგეგმება, რომ მოსკოვის დროით 15.51 საათზე ძრავები დაამუხრუჭებენ, ხოლო 16.43–ზე ეკიპაჟი კაფსულით ყაზახეთის სტეპში გათვლილ წერტილში დაჯდება.

როგორც პილოტთა მართვის ცენტრის წარმომადგენელმა "რია ნოვოსტის" შეატყობინა, ექსპედიციის ეკიპაჟმა 42/43, რომლის შემადგენლობაშიც შედიოდა რუსი კოსმონავტი ანტონ შკაპლეროვი, იტალიელი სამანტა სამანტა კრისტოფორეტი და ნასას ასტრონავტი ტერი უერტსი, დაკეტა კომსოსური ხომალდის "Союз ТМА-15М" ლუქები და ემზადება სადგურისგან ჩახსნისათვის, რაც 13.20 საათისთვისაა დაგეგმილი.

ექსპედიციის 42/43 3 მონაწილე საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე 2014 წლის 23 ნოემბრიდან იმყოფებოდნენ და გეგმის მიხედვით 13 მაისს უნდ დაბრუნებულიყვნენ დედამიწაზე, მაგრამ სატვირთო ხომალდის "Прогресс М-28М" ავარიის გამოძიებასთან დაკავშირებით, მისია გადაიდო ერთი თვით. საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე მუშაობას განაგრძობს ეკიპაჟი გენადი პადალკის, მიხაილ კორნიენკოს (როსკოსმოსი) და სკოტ კელის (ნასა) შემადგენლობით.

ყველა ახალი ამბავი
0