პროკურატურა: „კაბელების საქმეზე“ საჩივარს გრიფი „საიდუმლო“ ნაწილობრივ მოეხსნა

© public domainსასამართლო
სასამართლო - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ხუთი მაღალჩინოსანი 2014 წლის 28 ოქტომბერს 4 მლნ 102 ათასი ლარის გაფლანგვის ბრალდებით დააკავეს. კერძოდ, მათ ბრალი ედებათ საკომუნიკაციო კომპანია „სილქნეტის“ სასარგებლოდ თავდაცვის სამინისტროს მიერ გამოცხადებული ტენდერის შედეგების გაყალბებასა და სახელმწიფო სახსრების გაფლანგვაში.

თბილისი, 11 ივნისი — Sputnik. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კონტრდაზვერვის დეპარტამენტმა, პროკურატურის მოთხოვნით, თავდაცვის სამინისტროს ყოფილი თანამშრომლების საქმეზე სააპელაციო სარჩელს ნაწილობრივ მოხსნა გრიფი „საიდუმლო“.

პროკურატურამ თბილისის სააპელაციო სასამართლოს მას შემდეგ მიმართა, რაც საქალაქო სასამართლომ „კაბელების საქმეზე“ დაუშვებლად ცნო ბრალდების მხარის სასაქონლო და საინჟინრო ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნების მტკიცებულების სახით მიღება. ადვოკატმა სოსო ბარათაშვილმა  ივარუდა, რომ სასამართლოს განჩინებას ასევე დაედებოდა გრიფი „საიდუმლო“ რათა ექსპერტიზის შედეგები არ გამოქვეყნებულიყო და იურისტები ვერ გაცნობოდნენ მას. 

„პირველივე სხდომაზე ადვოკატები გამოვიდნენ შუამდგომლობით და სასამართლო სხდომების დახურვა მოითხოვეს. ამის შემდეგ ყველა მტკიცებულების განხილვა მიმდინარეობდა საიდუმლო რეჟიმში. სწორედ ეს იყო მიზეზი იმისა, რომ ჩვენ დახურულ სხდომაზე გავასაჩივრეთ განჩინება, რამდენადაც იგი სახელმწიფო საიდუმლოს შეიცავდა. სწორედ ამიტომ იყო დაშტრიხული დადგენილების გარკვეული ნაწილი და ასეთი ფორმით მიწოდებული ადვოკატებისთვის“, — განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას პროკურორმა ჯარჯი წიკლაურმა ხუთშაბათს, 11 ივნისს. 

მისი თქმით, სააპელაციო სასამართლოში სარჩელის შეტანის შემდეგ პროკურატურამ თხოვნით მიმართა კონტრდაზვერვის დეპარტამენტს, რომელმაც გაყო ის საიდუმლო და არასაიდუმლო ნაწილებად. 

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ხუთი მაღალჩინოსანი 2014 წლის 28 ოქტომბერს 4 მლნ 102 ათასი ლარის გაფლანგვის ბრალდებით დააკავეს. კერძოდ, მათ ბრალი ედებათ საკომუნიკაციო კომპანია „სილქნეტის“ სასარგებლოდ თავდაცვის სამინისტროს მიერ გამოცხადებული ტენდერის შედეგების გაყალბებასა და სახელმწიფო სახსრების გაფლანგვაში. ოპტიკურ–ბოჭკოვანი კაბელისა და ქსელური აპარატურის შესყიდვის თაობაზე შეთანხმება სამინისტროსა და „სილქნეტს“ შორის 2013 წლის 26  მაისს გაფორმდა. 

 


ყველა ახალი ამბავი
0