მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

საუდის არაბეთის პრინცი საქართველოში საინვესტიციო პროექტებით დაინტერესდა

© https://www.facebook.com/economyprსაუდის არაბეთის პრინცი
საუდის არაბეთის პრინცი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საუდის არაბეთის პრინცი საქართველოს საინვესტიციო გარემოს გაეცნო. მან თბილისში საპრივატიზაციოდ გამზადებული რამდენიმე ობიექტი დაათვალიერა.

თბილისი, 11 ივნისი — Sputnik. საუდის არაბეთის პრინცმა ალ–ვალიდ იბნ თალალ იბნ აბდულაზიზ ალ–საუდიმ (Alwaleed Bin Talal Bin Abdulaziz Alsaud) საქართველოში ინვესტიციების განსახორციელებლად კონკრეტულ პროექტებზე მუშაობა დაიწყო. ამ მიზნით ის უახლოეს მომავალში გამოაგზავნის სპეციალურ დელეგაციას თბილისში, იუწყება საქართველოს მეთაურის პრეს–სამსახური. 

საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე ხუთშაბათს, 11 ივნისს მაღალი სტუმრის ვიზიტი შეაფასა, როგორც ნდობის კიდევ ერთი დასტური და აღნიშნა, რომ საუდის არაბეთის პრინცის ვიზიტი საკმაოდ ძლიერ გზავნილს შეიცავდა. 

„პრინცი აპირებს, უახლოეს მომავალში გამოაგზავნოს დელეგაცია, რომელიც საქართველოში ინვესტიციების ჩასადებად კონკრეტულ პროექტებზე მუშაობას დაიწყებს. ეს არის ძალიან ძლიერი და პოზიტიური გზავნილი", – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

საუდის არაბეთის პრინცის, ალ–ვალიდ იბნ თალალ იბნ აბდულაზიზ ალ–საუდის ვიზიტი, რომელიც ერთი დღით იმყოფებოდა საქართველოში ქვეყნის პრემიერ–მინისტრის მოწვევით, ოთხშაბათს, 10 ივნისს, გვიან ღამით დასრულდა.  

ვიზიტის ფაარგლებში საუდის არაბეთის პრინცი საქართველოს საინვესტიციო გარემოს გაეცნო. მან თბილისში საპრივატიზაციოდ გამზადებული რამდენიმე ობიექტი დაათვალიერა. 

ალ–ვალიდ იბნ თალალ იბნ აბდულაზიზ ალ–საუდი საქართველოს საპატიო მოქალაქე გახდა. პრეზიდენტის შესაბამისი ბრძანებულება და მედალიონი ირაკლი ღარიბაშვილმა პირადად გადასცა პრინცს. 

„ჩვენ შევაფასეთ საქართველოს პოტენციალი და მიგვაჩნია, რომ ჩვენ უნდა განვამტკიცოთ ურთიერთობები. ჩვენ ვისაუბრეთ სავაჭრო–ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებაზე და ასევე ინვესტიციებსა და ტურიზმზე“, – განაცხადა ღარიბაშვილმა ერთობლივ პრესკონფერენციაზე. 

„სასიამოვნოა, რომ დღეს საქართველოში ვარ. შევხვდი პრემიერ–მინისტრს, ჩვენ ძალზე ნაყოფიერი საუბარი გვქონდა საქართველოში პოზიტიური ეკონომიკური ვითარების თაობაზე. პრემიერ–მინისტრმა საქართველოს შესაძლებლობები გამაცნო. ჩვენ პირობა დავდეთ, რომ დეტალურად შევისწავლით ამას და აუცილებლად დავბრუნდებით. მოუთმენლად ველით ამ ქვეყანაში ინვესტირებას“, — განაცხადა საუდის არაბეთის პრინცმა. 

2015 წლის იანვარ–აპრილში საქართველოსა და საუდის არაბეთს შორის სავაჭრო ბრუნვამ 3,6 მლნ ლარი (1,58 მლნ აშშ დოლარი) შეადგინა. 


ყველა ახალი ამბავი
0