ევროპის ყველაზე წარმატებულ საჰაერო ნავიგაციის სისტემას ესპანური კომპანია დაამონტაჟებს

© https://www.facebook.com/economypr“საქაერონავიგაციასა” და ესპანურ კომპანია “INDRA SISTEMAS S.A.”-ს შორის საჰაერო მოძრაობის მართვის ავტომატიზირებული სისტემის შესყიდვის თაობაზე ხელშეკრულება გაფორმდა.
“საქაერონავიგაციასა” და ესპანურ კომპანია “INDRA SISTEMAS S.A.”-ს შორის საჰაერო მოძრაობის მართვის ავტომატიზირებული სისტემის შესყიდვის თაობაზე ხელშეკრულება გაფორმდა. - Sputnik საქართველო
გამოწერა
საერთაშორისო ტენდერში ესპანური კომპანიის გამარჯვებამ საქართველოს საშუალება მისცა, რომ არსებული მაღალტექნოლოგიური სისტემა ევროპის ყველაზე წარმატებული საჰაერო ნავიგაციის სისტემებით ჩაანაცვლოს.

თბილისი, 10 ივნისი — Sputnik. 10 ივნისს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს “საქაერონავიგაციასა” და ესპანურ კომპანია “INDRA SISTEMAS S.A.”-ს შორის საჰაერო მოძრაობის მართვის ავტომატიზირებული სისტემის შესყიდვის თაობაზე ხელშეკრულება გაფორმდა. ღონისძიებას საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დაესწრო.

 საერთაშორისო ტენდერში ესპანური კომპანიის გამარჯვებამ საქართველოს საშუალება მისცა, რომ არსებული მაღალტექნოლოგიური სისტემა ევროპის ყველაზე წარმატებული საჰაერო ნავიგაციის სისტემებით ჩაანაცვლოს. ახალი სისტემის ღირებულება 15 მილიონი ლარია (6.5 მილიონი დოლარი), – იტყობინება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პრეს-სამსახური. 

 ხელშეკრულების თანახმად, ესპანური კომპანია თავად დაამონტაჟებს სისტემას, განახორციელებს თანმდევ მომსახურებას და მონიტორინგს გაუწევს თანამშრომლების გადამზადების პროცესს.

 „საქართველო 2014 წელს გაწევრიანდა ევროკონტროლში, რაც გულისხმობს იმას, რომ საქართველოს სანავიგაციო სისტემები უნდა იყოს სრულ შესაბამისობაში ევროპულ სტანდარტებთან“, — განაცხადა კვირიკაშვილმა. 

 მისი თქმით, ქართულმა მხარემ ხელი მოაწერა ხელშეკრულებას ესპანურ კომპანიასთან, რომელიც დაამონტაჟებს სრულიად ახალ, მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე საუკეთესო სანავიგაციო სისტემას. ეს იმას ნიშნავს, რომ საჰაერო მიმოსვლა იქნება გაცილებით უფრო უსაფრთხო და სრულ შესაბამისობაში საუკეთესო საერთაშორისო სტანდარტებთან.

„ეს არის 15 მილიონი ლარის ინვესტიცია, რომელიც დაიხარჯება იმისთვის, რომ საქართველოს სატრანზიტო სივრცე გახდეს უფრო მიმზიდველი და უსაფრთხო. საქართველო ყოველდღიურად ახორციელებს ოთხასზე მეტ ავიაგადაფრენას და საერთაშორისო პროგნოზებით, ეს რიცხვი ყოველწლიურად იზრდება მინიმუმ 6 პროცენტით. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენი სისტემები უნდა იყოს სრულ მზადყოფნაში იმისათვის, რომ მოვემსახუროთ მგზავრთა უფრო დიდ ნაკადს, სწორედ ამას ემსახურება დღევანდელი ხელშეკრულების ხელმოწერა“, — განაცხადა კვირიკაშვილმა. 


ყველა ახალი ამბავი
0