წარმოდგენილია საქართველოს ტურიზმის განვითარების სტრატეგიის წინასწარი ვარიანტი

© photo: Sputnikთბილისი
თბილისი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ტურიზმის განვითარების სტრატეგია მუშავდება მიზნობრივ ჯგუფებთან ერთად, ამაში გვეხმარება მსოფლიო ბანკი და ჩართულია ყველა უწყება, რომელიც ტურიზმთან არის დაკავშირებული - აცხადებს ქეთვან ბოჭორიშვილი.

თბილისი, 10 ივნისი — Sputnik. სრულდება მუშაობა ტურიზმის ეროვნულ სტრატეგიაზე, რომელიც მსოფლიო ბანკისა და კომპანია „Solimar International”-ის დახმარებით იქნა შემუშავებული ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ, ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკური უწყება იტყობინება. 

 ტურიზმის ეროვნული სტრატეგია განსაზღვრავს ქვეყანაში სექტორის განვითარების ხედვას 2025 წლამდე და 5-წლიან სამოქმედო გეგმას მოიცავს.

 10 ივნისს სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ ტურიზმის ეროვნული სტრატეგიის შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა, რომელსაც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ქეთევან ბოჭორიშვილი, ასევე 50-მდე სხვადასხვა უწყების, საერთაშორისო ორგანიზაციისა და კერძო სექტორის წარმომადგენლები დაესწრნენ. 

 „ტურიზმის განვითარების სტრატეგია მუშავდება მიზნობრივ ჯგუფებთან ერთად, ამაში გვეხმარება მსოფლიო ბანკი და ჩართულია ყველა უწყება, რომელიც ტურიზმთან არის დაკავშირებული. დღეს გვაქვს შუალედური პროექტის წარდგენა, რომელიც საბოლოო სახეს უახლოეს მომავალში მიიღებს და ჩვენ გვექნება 2025 წლამდე გაწერილი სტრატეგია, თუ კონკრეტულად რა ღონისძიებები და აქტივობები უნდა განხორციელდეს“, — განაცხადა ქეთევან ბოჭორიშვილმა.

 ტურიზმის ეროვნული სტრატეგია განსაზღვრავს ქვეყანაში სექტორის განვითარების ხედვას 2025 წლამდე და 5-წლიან სამოქმედო გეგმას მოიცავს.

 2015 წლის იანვარ-მაისში საქართველოში უცხოელ ვიზიტორთა  რაოდენობა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 2%-ით გაიზარდა და 1 მილიონ 835 ათას 545 კაცი შეადგინა. 


ყველა ახალი ამბავი
0