საქართველოს ვიცე-პრემიერი აფხაზეთის ტერიტორიაზე იმყოფებოდა

© photo: Sputnik / Valery Shustrov / გადასვლა მედიაბანკშიენგურჰესი
ენგურჰესი - Sputnik საქართველო
გამოწერა
კახა კალაძე კომპანია „ჩერნომორენერგოს“ წარმომადგენლებს შეხვდა და 2016-2017 წლებში ენგურჰესზე დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოები განიხილა.

თბილისი, 10 ივნისი — Sputnik. საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი ვიცე-პრემიერი კახა კალაძე და მისი მოადგილე ილია ელოშვილი აფხაზეთში, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ არაკონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ და ენგურჰესსა და ვარდნილჰესზე სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნენ. ამის შესახებ სამინისტროს პრეს-სამსახური ოთხშაბათს, 10 ივნისს იტყობინება.

სარეაბილიტაციო სამუშაოები ენგურჰესზე და ვარდნილჰესის კასკადებზე გათვალისწინებულია საქართველოსა და ევროპის საინვესტიციო ბანკს (EIB) შორის შეთანხმებით, რომელიც 2010 წელს გაფორმდა. პროექტი 47 მილიონ ევროზეა გათვლილი. 

„ვიცე-პრემიერმა, ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ და ენერგეტიკის მინისტრის მოადგილემ ილია ელოშვილმა ენგურჰესზე და ვარდნილ ჰესების კასკადზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები მოინახულეს. კახა კალაძე და ილია ელოშვილი კომპანია „ჩერნომორენერგოს" წარმომადგენლებსაც შეხვდნენ და 2016-2017 წლებში ენგურჰესის სამომავლო რეაბილიტაციის საკითხები განიხილეს“, — ნათქვამია შეტყობინებაში.

ენგურჰესი – ყველაზე მსხვილი ჰიდროელექტროსადგურია კავკასიაში. იგი 1970-იან წლებში აშენდა და ამ ტიპის ყველაზე მაღალი თაღოვანი კაშხალია მსოფლიოში. ამ დროისათვის საწარმოს დადგმული სიმძლავრე 1300 მეგავატია, რაც ელექტროენერგიაზე საქართველოს მოთხოვნის ნახევარს აკმაყოფილებს. 

ენგურჰესის კაშხალი ქართული ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მდებარეობს. მისი მართვის პულტი კი აფხზურ მხარესაა. 


ყველა ახალი ამბავი
0