საქართველოს პარლამენტის სხდომა ოპოზიციის პროტესტის გამო ჩაიშალა

© facebook.com/Margvelashviliსაქართველოს პარლამენტი
საქართველოს პარლამენტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" და "ჩვენი საქართველო-თავისუფალი დემოკრატები" აპროტესტებენ ხელისუფლების გადაწყვეტილებას 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების კვლავ შერეული -პროპორციული და მაჟორიტარული სისტემით ჩატარებაზე.

თბილისი, 10 ივნისი — Sputnik. საქართველოს პარლამენტის პლენარული სხდომა ოთხშაბათს, 10 ივნისს კვორუმის არ არსებობის გამო ჩაიშალა. ოპოზიციური ფრაქციის წევრებმა უარი თქვეს რეგისტრაციაზე, რომელიც შვიდჯერ ჩატარდა. 

თავდაპირველად რეგისტრაცია 148-დან 65-მა დეპუტატმა გაიარა მაშინ, როცა კვორუმისათვის 76 დეპუტატია საჭირო. შემდგომი რეგისტრაციების მსვლელობისას დეპუტათა რაოდენობა გაიზარდა, მაგრამ 75-ს ვერ გადააჭარბა. 

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა“ და  „ჩვენი საქართველო — თავისუფალი დემოკრატების“ წარმომადგენლებმა პროტესტი გამოხატეს მთავრობის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით — 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების კვლავ შერეული – პროპორციული და მაჟორიტარული სისტემით ჩატარებაზე. ოპოზიცია მაჟორიტარული სისტემის გაუქმებას მოითხოვს.

 „ქართულმა ოცნებამ" ივანიშვილის მონაწილეობით პრაქტიკულად გადაწყვიტა წინასწარ დაადგინოს როგორი იქნება 2016 წლის არჩევნები და არც ერთ ოპოზიციურ ძალასთან კონსულტაცია არ გაიაროს,“ — ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის" წევრმა გიორგი გაბაშვილმა.

 „ისინი არანაირად არ ცვლიან საარჩევნო სისტემას, ამიტომ ამ შემთხვევაში ჩვენ არანაირად არ შეგვიძლია ხელისუფლებასთან მეგობრობა“, – აღნიშნა ფრაქცია „თავისუფალი დემოკრატების“ დეპუტატმა ვიქტორ დოლიძემ. 


ყველა ახალი ამბავი
0