თბილისი, 10ივნისი — Sputnik. საუდის არაბეთის პრინცი ალ ვალიდ ბინ ტალალ ბინ აბდულაზიზ ალ საუდი (Alwaleed Bin Talal Bin Abdulaziz Alsaud) საქართველოს საპატიო მოქალაქე გახდა, — ამის შესახებ საქართველოს პრემიერ მინისტრის პრეს-სამსახური ოთხშაბათს, 10 ივნისს იტყობინება.
შესაბამისი განკარგულება და მედალიონი საუდის არაბეთის პრინცს, რომელიც თბილისში ოთხშაბათს ჩამოვიდა, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პირადად გადასცა.
„ჩვენ განვიხილეთ საქართველოს პოტენციალი და ვთვლით, რომ ჩვენ უნდა გავაძლიეროთ ჩვენი ურთიერთობები. ჩვენ ვისაუბრეთ სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებაზე, ასევე ინვესტიციებსა და ტურიზმზე“, — განაცხადა ღარიბაშვილმა ერთობლივ პრეს-კონფერენციაზე შეხვედრის დასრულების შემდეგ.
2015 წლის აპრილ-იანვარში, სავაჭრო ბრუნვამ საქართველოსა და საუდის არაბეთს შორის 3.6 მილიონი ლარი შეადგინა (დაახლოებით 1.58 მილიონი დოლარი).
„სასიამოვნოა, რომ დღეს საქართველოში ვიმყოფები. შევხვდი პრემიერ-მინისტრს და ნაყოფიერი საუბარი გვქონდა საქართველოში პოზიტიურ ეკონომიკურ მდგომარეობაზე. პრემიერ-მინისტრმა გამაცნო საქართველოს შესაძლებლობები. ჩვენ დავპირდით, რომ დეტალურად შევისწავლით ამ საკითხს და დავბრუნდებით. ჩვენ მოუთმენლად ველით ინვესტირებას ამ ქვეყანაში“, — განაცხადა საუდის არაბეთის პრინცმა.