საქართველოს ეროვნული რაგბის ნაკრებმა „თბილისის თასისათვის“ მზადება დაიწყო

© facebook.com/OfficialGeorgiaRugbyსაქართველო, რაგბი.
საქართველო, რაგბი. - Sputnik საქართველო
გამოწერა
მიმდინარე წელს საქართველოს მორაგბეთა ნაკრები „თბილისის თასისათვის“ ურუგვაის, ირლანდიისა და იტალიის ტესტ-გუნდებს დაუპირისპირდება.

თბილისი, 10 ივნისი — Sputnik. საქართველოს ეროვნულმა რაგბის ნაკრებმა დაიწყო მზადება ტრადიციული ტურნირისათვის „თბილისის თასი“, რომელიც უკვე ზედიზედ მესამედ ტარდება. თამაშები 13, 17, 21 ივნისს ავჭალის რაგბის სტადიონზე გაიმართება.

 მიუხედავად იმისა რომ ნაკრებს ჯერაც არ შეერთებია რამდენიმე წამყვანი მოთამაშე, გუნდმა პირველი ვარჯიში  „შევარდენის“  ბაზაზე გამართა.

 „ამ ტურნირისათვის მოსამზადებლად არც ისე ბევრი დრო გვაქვს. უფრო ნაკლები დრო აქვთ მათ, ვინც ჯერაც არ დაბრუნებულა საფრანგეთიდან. მიუხედავად ამისა კმაყოფილი ვარ პირველი ვარჯიშის შედეგებით. დარწმუნებული ვარ ჩვენი მოწინააღმდეგეები კარგ ფორმაში არიან და ჩვენ მათ უნდა შევეფერებოდეთ“ — განაცხადა საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მილტონ ხეიგმა. 

მიმდინარე წელს საქართველოს მორაგბეთა ნაკრები „თბილისის თასისათვის“ ურუგვაის, ირლანდიისა და იტალიის ტესტ-გუნდებს დაუპირისპირდება. 

ამ ტურნირის ჩატარების შემდეგ, საქართველოს ნაკრები მომავალი მსოფლიო ჩემპიონატისათვის მზადებას დაიწყებს, რომელიც წელს 18 სექტემბრიდან 31 ოქტომბრამდე ინგლისსა და უელსში გაიმართება.

საქართველოს ნაკრების მოწინააღმდეგე მსოფლიო პირველობაზე იქნებიან  ახალი ზელანდიის, არგენტინის, ტონგასა და ნამიბიის გუნდები.

ყველა ახალი ამბავი
0