გენერალური შტაბების ხელმძღვანელებმა თანამშრომლობის საკითხები განიხილეს

© photo: Sputnikთბილისი
თბილისი - Sputnik საქართველო
გამოწერა
გენერალ-პოლკოვნიკი ხაჩატუროვი საქართველოში ნატოს სტრატეგიული სამხედრო პარტნიორობის კონფერენციის ფარგლებში იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში, სომხური დელეგაციის წევრები საქართველოს პრეზიდენტს, გიორგი მარგველაშვილსა და პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდებიან.

თბილისი. 10 ივნისი. – Sputnik. საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე  ოთხშაბათს, 10 ივნისს თავს სომეხ კოლეგას გენერალ-პოლკოვნიკი იური ხაჩატუროვს  შეხვდა. ოფიციალური დახვედრის ცერემონიალი საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სამწყობრო მოედანზე გაიმართა.

 „შეხვედრაზე მხარეებმა სამხედრო განათლების კუთხით თანამშრომლობის გაღრმავებისა და გამოცდილების გაზიარების საკითხები განიხილეს. საუბარი შეეხო დაჭრილი სამხედრო მოსამსახურეების რეაბილიტაციის საკითხსაც“, — იტყობინება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პრეს-სამსახური. 

 გარდა ამისა სომხური დელეგაციის წევრები მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე იმყოფებოდნენ. სტუმრებმა პატივი მიაგეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების ხსოვნას და მათი საფლავები გვირგვინებით შეამკეს.

 გენერალ-პოლკოვნიკი ხაჩატუროვი საქართველოში ნატოს სტრატეგიული სამხედრო პარტნიორობის კონფერენციის ფარგლებში იმყოფება.

ვიზიტის ფარგლებში, სომხური დელეგაციის წევრები საქართველოს პრეზიდენტს, გიორგი მარგველაშვილსა და პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდებიან. 


ყველა ახალი ამბავი
0