თბილისი, 10 ივნისი – Sputnik. ნატოს სახალხო დიპლომატიის სამსახურის უფროსმა გერლინდა ნიჰაუსმა (Gerlinde Niehus) ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრი თბილისში ოთხშბათს, 10 ივნისს მოინახულა.
„საინფორმაციო ცენტრის დირექტორმა ელენე გოცაძემ სტუმარს ცენტრის საქმიანობისა და სამომავლო გეგმების შესახებ ესაუბრა. შეხვედრაზე ასევე 2015 წლის ნატოს კვირეულის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებები, თანამშრომლობის ფორმატი და პერსპექტივები განიხილეს“, – ნათქვამია საინფორმაციო ცენტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
როგორც ცნობილია, ნატოს დღეები საქართველოში სექტემბრის ბოლო კვირას გაიმართება.
ვიზიტის ფარგლებში ნიჰაუსი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველ მოადგილეს არჩილ ყარაულაშვილს შეხვდა. ასევე დაგეგმილია შეხვედრები საქართველოში მოქმედ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან.