ღარიბაშვილი ჭადრაკში საქართველოს ქალთა ნაკრებით ამაყობს

© Government of Georgiaირაკლი ღარიბაშვილი
ირაკლი ღარიბაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქალთა შორის მსოფლიო გუნდური ჩემპიონატი ჩინეთის ქალაქ ჩენდუში გაიმართა. საქართველოს ქალთა ნაკრებმა ჩინეთის გუნდს ფინალში მოუგო ანგარიშით 2,5:1,5 და მსოფლიო გუნდური შეჯიბრების გამარჯვებული გახდა. Sputnik

თბილისი, 10 ივნისი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში ჭადრაკში საქართველოს ქალთა ნაკრები მიიღო და მათ მსოფლიო ჩემპიონატში გამარჯვება მიულოცა. 

ქალთა შორის მსოფლიო გუნდური ჩემპიონატი ჩინეთის ქალაქ ჩენდუში გაიმართა. საქართველოს ქალთა ნაკრებმა ჩინეთის გუნდს ფინალში მოუგო ანგარიშით 2,5:1,5 და მსოფლიო გუნდური შეჯიბრების გამარჯვებული გახდა.

”თქვენ კიდევ ერთხელ დაუმტკიცეთ მსოფლიოს, რომ ჩვენ გვყავს გამორჩეულად ნიჭიერი ქალბატონები და ჩვენ თქვენით ვამაყობთ”, — განაცხადა ღარიბაშვილმა.

პრემიერ-მინისტრმა ასევე ევროპის ვიცე-ჩემპიონობა მიულოცა ნინო ბაციაშვილს, რომელმაც ვერცხლის მედალი მოიპოვა. ჩემპიონატი ჩაქვში 18-31 მაისს ჩატარდა.

ირაკლი ღარიბაშვილმა სპორტის ამ სახეობის ხელშეწყობის მნიშვნელობასა და სკოლებში ჭადრაკის სწავლების დანერგვის აუცილებლობაზე ისაუბრა, რისი განხორციელებაც 2015 წლის სექტემბრიდან იგეგმება.


ყველა ახალი ამბავი
0