მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

კასპიის ზღვაში დაშავებული მეზღვაური შვეიცარიაში იმკურნალებს

© photo: Sputnikზღვა
ზღვა - Sputnik საქართველო
გამოწერა
დაშავებული მეზღვაურების მკურნალობაზე პასუხისმგებლობას მთლიანად დამსაქმებელი კომპანია БЮ Казахстан-ი იღებს.

თბილისი, 10 ივნისი — Sputnik. მეზღვაურები კასპიის ზღვაში თვითმავალი ბარჟის წყალგამყოფთან შეჯახების შედეგად დაზარალდნენ. ქართველი მეზღვაური ამირან აბულაძე შვეიცარიის ერთ-ერთ კლინიკაშია გადაყვანილი, იუწყება ოთხშაბათს, 10 ივნისს საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს პრეს-სამსახური.

უწყების ინფორმაციით, ინციდენტი 9 ივნისს, თბილისის დროით 01:00 საათზე მოხდა.

”თვითმავალი ბარჟა დაეჯახა ე.წ. წყალგამყოფს, რის შედეგადაც ბარჟაზე მყოფმა ორმა ქართველმა — ამირან აბულაძემ და ვიტალი კაჭარავამ მიიღეს სხეულის სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებები. ვიტალი კაჭარავას (ბარჟის შკიპერი) აღენიშნება ხელის მოტეხილობა, ხოლო ამირან აბულაძემ (მექანიკოსი) მიიღო სერიოზული დაზიანება თავის არეში”, — აღნიშნულია განცხადებაში.

დამსაქმებელი კომპანია БЮ Казакстан-ი სრულად იღებს პასუხისმგებლობას დაშავებულ მეზღვაურთა მკურნალობაზე.


ყველა ახალი ამბავი
0