ღარიბაშვილი: მალე საქართველოში მთლიანად განათლებული თაობა გვეყოლება

© facebook.com/GaribashviliOfficialირაკლი ღარიბაშვილი
ირაკლი ღარიბაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
პრემიერმა დოქტორანტებს კონკურსში გამარჯვება მიულოცა და იმედი გამოთქვა, რომ ახალი კანონი უმაღლესი განათლების შესახებ და ასევე საქართველოს გაწევრიანება ბოლონიის პროცესში ხელს შეუწყობს ქვეყნის განათლების სისტემის საერთო ევროპულ სივრცეში მოქცევას.

თბილისი, 10 ივნისი — Sputnik. რამდენიმე წელიწადში ჩვენ მთლიანად განათლებულ თაობას მივიღებთ, განაცხადა ოთხშაბათს, 10 ივნისს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საგრანტო კუნკურსში გამარჯვებულ დოქტორანტებთან შეხვედრისას.

დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების კონკურსს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შოთა რუსთაველის სამეცნიერო ფონდი 2013 წლიდან ატარებს. 

”ამ პროგრამით ჩვენ ხელს ვუწყობთ საქართველოს ინტეგრირებას საერთაშორისო აკადემიურ სივრცეში, იმის უზრუნველსაყოფად, რომ არ მომხდარიყო განათლებული ახალგაზრდების უცხოეთში დარჩენა, ჩვენ მოვიფიქრეთ ასეთი რამ, ხელშეკრულებაში ჩავუდეთ სტუდენტებს, რომ ისინი იქნებიან ვალდებულნი სწავლის დასრულების შემდეგ დაბრუნდნენ სამშობლოში”, — განაცხადა ღარიბაშვილმა.

გარდა ამისა, სახელმწიფო თავის თავზე იღებს ვალდებულებას, რომ ახალგაზრდები შესაბამისი ცოდნის და კვალიფიკაციის მიხედვით დაასაქმოს. 

”ჩვენ უკვე წელს ველოდებით სტუდენტების პირველ ნაკადს. რამდენიმე წელიწადში კი მიმაჩნია, რომ ჩვენ მივიღებთ მთლიანად განათლებულ თაობას”, — აღნიშნა ღარიბაშვილმა.

პრემიერმა დოქტორანტებს კონკურსში გამარჯვება მიულოცა და იმედი გამოთქვა, რომ ახალი კანონი უმაღლესი განათლების შესახებ, ასევე საქართველოს გაწევრიანება ბოლონიის პროცესში ხელს შეუწყობს ქვეყნის განათლების სისტემის საერთო ევროპულ სივრცეში მოქცევას.

”საქართველო მართალია პატარა ქვეყანაა, მაგრამ არის ძალიან მნიშვნელოვანი მოთამაშე რეგიონში თავისი ადგილმდებარეობით, გამორჩეული და ნიჭიერი ხალხით. ამიტომ, რა თქმა უნდა, ის უნდა იყოს ადეკვატური იმ გამოწვევებთან მიმართებაში, რომლის წინაშეც ჩვენი ქვეყანა იმყოფება”, — განაცხადა ღარიბაშვილმა.

 


ყველა ახალი ამბავი
0