მანუჩარ მარკოიშვილი ВТБ -ს ერთიანი ლიგის გამარჯვებულია

© photo: Sputnik / Алексей Филиппов / გადასვლა მედიაბანკშიკალათბურთი, ევროლიგა.
კალათბურთი, ევროლიგა. - Sputnik საქართველო
გამოწერა
სეზონის მაჟორულ ნოტაზე დასრულების შემდეგ, მარკოიშვილი შვებულებაში გავა, მაგრამ უკვე ივნისში საქართველოს ნაკრებს შეუერთდება, რომელიც კალათბურთში ევროპის ჩემპიონატისათვის მზადებას იწყებს.

თბილისი, 9 ივნისი — Sputnik. კალათბურთის გუნდი "ЦСКА", რომლის რიგებშიც საქართველოს ნაკრების მოთამაშე მანუჩარ მარკოიშვილი თამაშობს, ВТБ-ს ერთიანი ლიგის გამარჯვებული გახდა. დასკვნით თამაშში არმიელებმა „Химки“-ს 99:69 მოუგეს და ფინალური სერია 3:0 მოიგეს. 

ფინალურ მატჩში სათამაშო მოედანზე მარკოიშვილმა 10 წუთზე მეტი გაატარა და ამ დროის მანძილზე 7 ქულა დააგროვა. ამასთან, ქართველმა კალათბურთელმა ფაქტიურად გაანეიტრალა „Химки“-ს ლიდერები — კოპონენი და რაისი, ხოლო თავდასხმაში რეგულარულად პირველი ნომრის ფუნქციას იღებდა, რითაც ტეოდოსიჩს სნაიპერის როლის შესრულების საშუალებას აძლევდა და  ამ უკანასკნელმა შედეგად 13 ქულა მოაგროვა. 

სეზონის მაჟორულ ნოტაზე დასრულების შემდეგ, მარკოიშვილი შვებულებაში გავა, მაგრამ უკვე ივნისში საქართველოს ნაკრებს შეუერთდება, რომელიც კალათბურთში ევროპის ჩემპიონატისათვის მზადებას

იწყებს. 

კონტინენტის პირველობა 5–20 სექტემბერს საფრანგეთში, გერმანიაში, ხორვატიასა და ლატვიაში გაიმართება. საქართველოს ნაკრები "С" ჯგუფში ითამაშებს და მისი მოწინააღმდეგეები საბერძნეთის, მაკედონიის, ჰოლანდიის, ხორვატიისა და სლოვენიის გუნდები იქნებიან. 

ყველა ახალი ამბავი
0