მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ოდესის ოლქის 26 რაიონის ხელმძღვანელის თანამდებობაზე სააკაშვილი კონკურსს გამოაცხადებს

© facebook.com/SaakashviliMikheilმიხეილ სააკაშვილი
მიხეილ სააკაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ოდესის ოლქის 26-ივე რაიონს ახალი პრინციპით დანიშნული ხელმძღვანელი ეყოლება, განაცხადა გუბერნატორმა მიხელი სააკაშვილმა ოდესაში გამართულ პრესკონფერენციაზე.

თბილისი, 9 ივნისი — Sputnik. ოდესის ოლქის რაიონული ადმინისტრაციის ხელმძღვანელები კონკურსით შეირჩევიან. კონკურსში მონაწილეობის მიღება წინა ხელისუფლების წარმომადგენლებსაც შეუძლიათ, — განაცხადა ოდესის ოლქის გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა სამშაბათს, 9 ივნისს ოდესაში გამართულ პრესკონფერენციაზე. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო "რია ნოვოსტი უკრაინა" იტყობინება.

 „ჩვენ გამოვაცხადებთ კონკურსს, 26-ივე რაიონული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ღია შერჩევას. ვინც მუშაობს ყველა განთავისუფლდება. ბუნებრივია, მათ არავინ დაუშლის კონკურსში მონაწილეობას. შესაძლოა დარჩნენ ისინი, ვისაც ხალხი ენდობა. მე არ ვიცი. მაგრამ 26-ვე რაიონს ეყოლება ახალი პრინციპით დანიშნული ხელმძღვანელი“, — სააკაშვილის ეს სიტყვები უკრაინულ ტელეარხ „112 უკრაინას“ მოჰყავს. 

 ოდესის ახალი გუბერნატორი იმედოვნებს რომ აბსოლუტურ უმრავლესობაში ახალი ხალხი მოვა. 

 „ათი დღის მანძილზე მათ შეეძლებათ ელექტრონული განაცხადის შემოტანა. შემდეგ მათ საზოგადოება განიხილავს. თუ მე ვინმე დამირეკავს და მეტყვის, რომ ეს ჩვენი კაცია, ეს იცი ვისი ნათესავია ან რაიმე ამის მაგვარი, ის კანდიდატი ავტომატურად იქნება დისკვალიფიცირებული“, — აღნიშნა სააკაშვილმა. 

 სააკაშვილი ოდესის გუბერნატორად 30 მაისს დაინიშნა.  მაშინ მან განაცხადა, რომ აპირებს ოლქში მთლიანად შეცვალოს ხელისუფლება.

 სააკაშვილმა საქართველო მას შემდეგ დატოვა, რაც 2013 წლის ნოემბერში ქვეყნის პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი გახდა. საქართველოს მთავარმა პროკურატურამ მას დაუსწრებლად წარუდგინა ბრალი სისხლის სამართლის რამდენიმე საქმეში, მათ შორისაა სახელმწიფოს კუთვნილი დაახლოებით 5 მლნ აშშ დოლარის ოდენობის თანხის პირადი მიზნებისთვის გახარჯვა. მოგვიანებით სააკაშვილი ძებნილად გამოცხადდა. მანამდე ის აცხადებდა, რომ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგად საქართველოს ხელისუფლებაში თავის გუნდთან ერთად დაბრუნდებოდა. 


ყველა ახალი ამბავი
0