თბილისი, 9 ივნისი — Sputnik. სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი მკლავჭიდში ევროპის ჩემპიონატიდან დაბრუნებულ საქართველოს ნაკრებს შეხვდა.
კონტინენტის პირველობაზე, რომელიც სოფიაში გაიმართა, ქართველმა სპორტსმენებმა საერთო ჯამში 8 ოქროს, 16 ვერცხლის და 9 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს. ყველაზე პრესტიჟულ წონით კატეგორიაში — 110 კგ-ზე მეტი, უმაღლესი ჯილდო მსოფლიოს მოქმედმა ჩემპიონმა — ლევან საღინაშვილმა მოიპოვა.
ასევე წარმატებული გამოდგა შეზღუდული ფიზიკური შესაძლებლობების მქონე ქართველი სპორტსმენების გამოსვლა. მათ ანგარიშზე 5 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალია.