გაზის მიწისქვეშა საცავის ტექნიკურ-ეკონომიკურ დასაბუთებას ფრანგული კომპანია მოამზადებს

© photo: Sputnik / Boris Babanov / გადასვლა მედიაბანკშიგაზსაცავი
გაზსაცავი - Sputnik საქართველო
გამოწერა
პარალელურად, სნგკ აწარმოებს მოლაპარაკებებს კომერციულ ბანკებთან, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან და კერძო კომპანიებთან პროექტის დაფინანსების პირობების შესწავლისა და ოპტიმიზაციის მიზნით.

თბილისი, 9 ივნისი — Sputnik. ფრანგული კომპანია GEOSTOCK SAS მოამზადებს გაზის მიწისქვეშა საცავის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთებას, სამგორის სამხრეთი თაღის საბადოს ბაზაზე მიწისქვეშა გაზსაცავის მშენებლობისათვის. შესაბამისი ხელშეკრულება საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციასა (სნგკ) და საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებულ ფრანგულ კომპანია GEOSTOCK SAS-ს შორის გაფორმდა. 

როგორც საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია იტყობინება, 2015 წლის იანვარში გამოცხადებულ საერთაშორისო ტენდერში მონაწილეობის სურვილი 15 ქვეყნის 22-მა კომპანიამ გამოთქვა, მაგრამ მათგან მხოლოდ 16-მა წარმოადგინა სატენდერო განაცხადი კორპორაციაში. 

გაზსაცავის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების მომზადება 2016 წლის დასაწყისისათვის დასრულდება. ხელშეკრულება ითვალისწინებს გაზსაცავის პროექტირებაში ევროპული სტანდარტებისა და ტექნიკური რეგლამენტების გამოყენებას, უსაფრთხოებისა და გარემოს დაცვის საერთაშორისო ნორმების უზრუნველყოფას.

პარალელურად, სნგკ აწარმოებს მოლაპარაკებებს კომერციულ ბანკებთან, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან და კერძო კომპანიებთან პროექტის დაფინანსების პირობების შესწავლისა და ოპტიმიზაციის მიზნით. 

სამგორის სამხრეთი თაღის საბადოს ბაზაზე გაზსაცავის მშენებლობის დაწყება 2016 წლისთვისაა დაგეგმილი. 

სნგკ-ს ინფორმაციით, მშენებლობის დასრულების შემდეგ, გაზსაცავში 230-250 მლნ კუბ.მ ბუნებრივი გაზის შენახვა იქნება შესაძლებელი, რაც საქართველოში გაზის წლიური მოხმარების 15%-ს შეადგენს.

ყველა ახალი ამბავი
0