საქართველო სეტყვის საწინააღმდეგო რაკეტებს დაამზადებს

© photo: courtesy of press-service of Ministry of Defence of Georgiaდელტა
დელტა - Sputnik საქართველო
გამოწერა
სეტყვის საწინააღმდეგიო სისტემა კახეთში 2015 წლის გაზაფხულზე დამონტაჟდა. მას შეუძლია სეტყვის ღრუბელის აღმოჩენა და საწყის სტადიაზე მისი კონტროლირება.

თბილისი, 9 ივნისი — Sputnik. სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი „დელტა“ ზაფხულის ბოლოს სეტყვის საწინააღმდეგო სისტემის რაკეტების წარმოებას დაიწყებს, განაცხადა ცენტრის დირექტორმა უჩა ძოძუაშვილმა.

”სეტყვის საწინააღმდეგო სისტემა, ისევე როგორც კვლევითი-თეორიული მასალები და სეტყვასაშიშ ნალექზე აქტიური ზემოქმედების პრინციპები, მთლიანად საქართველოშია შემუშავებული. ”დელტაშია” დაპროექტებული და დამზადებული დღეს არსებული სისტემის ელექტრული და მექანიკური ნაწილები, ხოლო ზაფხულის ბოლომდე თავად სეტყვის საწინააღმდეგო რაკეტების წარმოება იგეგმება”, — განაცხადა ძოძუაშვილმა.

სპეციალურ სისტემას, რომელიც კახეთში 2015 წლის გაზაფხულზე დამონტაჟდა, შეუძლია სეტყვის ღრუბელის აღმოჩენა და საწყის სტადიაზე მისი კონტროლირება. კახეთის თითოეულ მუნიციპალიტეტში სეტყვის ღრუბელზე ზემოქმედებისთვის საცეცხლე წერტილებია მოწყობილი. ამჟამად სეტყვის საწინააღმდეგო სისტემების სხვა რეგიონებში განთავსების შესაძლებლობა განიხილება.

სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი ”დელტა” 2010 წელს შეიქმნა. ის ამჟამად საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დაქვემდებარებაშია. 2014 წლის 10 მარტამდე ის თავდაცვის სამინისტროს განეკუთვნებოდა და იარაღსა და საბრძოლო ტექნიკას ამზადებდა. ცენტრმა გამოუშვა საბრძოლო მანქანები ”ლაზიკა”, ჯავშანტრანსპორტიორი ”დიდგორი”, სარაკეტო რეაქტიული სისტემები, უპილოტო აპარატები, თოფები, ყუმბარმტყორცნები, ნაღმტყორცნები, ტანკსაწინააღმდეგო ნაღმები, ჯავშანჟილეტები და ჩაფხუტები, სამხედრო კარვები და ა. შ. 


ყველა ახალი ამბავი
0