თბილისი, 9 ივნისი — Sputnik. რუსეთი მზადაა განიხილოს აშშ–ისა და ნატოს მიმართვა სამხედრო კონტაქტების აღდგენის თაობაზე თუ ასეთი იქნება, განაცხადა რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა, — იუწყება რუსული საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტი“.
„სამხედრო უწყებების ხაზით ურთიერთობის ყველა არხი დასავლელი პარტნიორების ინიციატივით გაიყინა, მათ შორის ბრიტანელებთან და ამერიკელებთან ორს პლუს ორი ფორმატები. თუ არსებობს შეკითხვები სამხედრო მოღვაწეობის ამა თუ იმ მიმართულებაზე, მაშინ ეს შეკითხვები უნდა დაისვას და განმარტებაც მიეცეს“, — თქვა ლავროვმა სალვადორელ კოლეგასთან, უგო მარტინესთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე.
მისი თქმით, „ბოლო დროს აშშ–ის სახელმწიფო მდივანი, როდესაც ის რუსეთში იმყოფებოდა და ნატოს გენერალური მდივანი, როდესაც საერთაშორისო ღონისძიებებზე ვხვდებოდით, ინტერესს იჩენდნენ იმის მიმართ, რომ სამხედრო ხაზით კონტაქტები აღგვედგინა“.
„თუ ამის სურვილი არსებობს — ოფიციალურად შემოგვთავაზეთ და ჩვენ მზად ვართ ასეთი წინადადებები კონსტრუქციულად განვიხილოთ, მაგრამ კონტაქტები ჩვენ არ შეგვიწყვეტია“, — განაცხადა რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრმა.