ბურჯანაძე არჩევნების შერეული სისტემით გაუქმებას ითხოვს

© photo: Sputnik / გადასვლა მედიაბანკშინინო ბურჯანაძე
ნინო ბურჯანაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
რვა არასამთავრობო ორგანიზაციამ და ორმა ოპოზიციურმა პარტიამ საქართველოს პარლამენტს საარჩევნო სისტემის რეფორმირების თხოვნით მიმართეს, რათა საპარლამენტო არჩევნები მხოლოდ პროპორციული სისტემით ჩატარდეს.

თბილისი, 9 ივნისი — Sputnik. საქართველოს პარლამენტის ექს–სპიკერი, „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე ოპოზიციას შუალედური არჩევნებისთვის „საჩვენებელი ბოიკოტის“ გამოცხადებისკენ და ამით ხელისუფლების იმ გადაწყვეტილების გააპროტესტებისკენ მოუწოდებს, რომლის თანახმადაც არჩევნების მაჟორიტარული სისტემა 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე არ გაუქმდება. 

რვა არასამთავრობო ორგანიზაციამ და ორმა ოპოზიციურმა პარტიამ საქართველოს პარლამენტს მიმართეს თხოვნით, დაიწყონ საარჩევნო სისტემის რეფორმირება, რათა საპარლამენტო არჩევნები მხოლოდ პროპორციული სისტემით ჩატარდეს. 

საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, საქართველოს პარლამენტის არჩევნები ტარდება როგორც პროპორციული (77 დეპუტატი), ისე მაჟორიტარული სისტემით (73 დეპუტატი). 

„ერთი თვის წინ ივანიშვილმა განაცხადა, რომ მას აქვს ხედვა საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით და გაირკვა, რომ ივანიშვილისა და მიხეილ სააკაშვილის ხედვა აბსოლუტურად იდენტურია. ბიძინა ივანიშვილს შეეშინდა, რომ დაპირებების შეუსრულებლობისა და ცილისწამების გამო, რომელსაც მოსახლეობა ორი წლის განმავლობაში უსმენდა, ნამდვილად შეიძლება დამარცხდეს არჩევნებში და ამიტომ დატოვა ის სისტემა, რომელსაც აბსოლუტურად ყველა პოლიტიკური ძალა აკრიტიკებს“, — განაცხადა ბურჯანაძემ ბრიფინგზე. 

გარდა ამისა, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო საარჩევნო კოდექსის ნორმა, რომელიც მუნიციპალიტეტების რაოდენობიდან გამომდინარე, ერთმანდატიანი საარჩევნო ოლქების გადანაწილების პრინციპს ეხება. როგორც სასამართლოში განმარტეს, საქართველოს პარლამენტმა საარჩევნო ოლქები მექანიკურად დააკავშირა მუნიციპალიტეტებს ისე, რომ მუნიციპალიტეტებში დარეგისტრირებული ამომრჩევლის რაოდენობა არ გაითვალისწინა. საარჩევნო კოდექსის 110-ე მუხლის თანახმად, საქართველოში საპარლამენტო არჩევნებისთვის 73 ერთმანდატიანი საარჩევნო ოლქი იქმნება. 


ყველა ახალი ამბავი
0