მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

აპატურაიმ მხარი დაუჭირა საქართველოს ომბუდსმენის რეფორმების გეგმას

© photo: Sputnik / Григорий Сысоев / გადასვლა მედიაბანკშიბრიუსელი
ბრიუსელი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა აპატურაის სამხედრო მოსამსახურეთა უფლებების დაცვის კუთხით მიმდინარე პროექტები და გეგმები წარუდგინა და ასევე მიაწოდა ინფორმაცია აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში არსებული ვითარების შესახებ.

თბილისი, 9 ივნისი — Sputnik. საქართველოს სახალხო დამცველის რეფორმების გეგმა ქვეყანას ევროპულ სტანდარტებთან მიახლოებაში დაეხმარება, განაცხადა ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა სამხეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებში ჯეიმს აპატურაიმ უჩა ნანუაშვილთან ბრიუსელში შეხვედრის შემდეგ. 

ნანუაშვილმა აპატურაის სამხედრო მოსამსახურეთა უფლებების დაცვის კუთხით მიმდინარე პროექტები და გეგმები წარუდგინა და ასევე მიაწოდა ინფორმაცია აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში არსებული ვითრების შესახებ. ნანუაშვილმა განსაკუთრებით აღნიშნა ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობის იმპლემენტაციის, მართლმსაჯულებისა და სამართალდამცავი უწყებების სისტემური რეფორმის საკითხი. მხარეებმა ასევე იმსჯელეს დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შექმნის შესახებ. 

„მე ვუთხარი სახალხო დამცველს, რომ მისი ინსტიტუტის საქმიანობა ძალზე მნიშვნელოვანია, ვინაიდან ყოველწლიური შეფასებისას ჩვენ უფრო მეტ ყურადღებას ვუთმობთ სიტუაციას ქვეყანაში ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით. მე ვეყრდნობი მათ მიერ მომზადებულ ანგარიშს. სახალხო დამცველმა წარმოადგინა რეფორმების გეგმა, რომლის განნხორციელებაც ძალზე ფასეული იქნება საქართველოსთვის და ქვეყანა კიდევ უფრო მეტად დაუახლოვდება ევროპულ სტანდარტებს. ეს მნიშვნელოვანია არა მარტო ნატოსთვის, არამე საქართველოს  მოსახლეობისთვისაც“, — აქვეყნებს აპატურაის სიტყვებს ომბუდსმენის პრეს–სამსახური სამშაბათს, 9 ივნისს. 

ნანუაშვილი აპატურაის 8 ივნისს,  ბრიუსელში ვიზიტის პირველ დღეს შეხვდა. ომბუდსმენი სამშობლოში 12 ივნისს დაბრუნდება.

 


ყველა ახალი ამბავი
0