მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

კვიტაშვილი: უკრაინა რუსული წარმოების ვაქცინაზე უარს ამბობს

© photo: Sputnik / Михаил Полинчак / გადასვლა მედიაბანკშისანდრო კვიტაშვილი
სანდრო კვიტაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
უკრაინის ჯანდაცვის მინისტრის ალექსანდრე კვიტაშვილის განცხადებით, შუა აზიის ქვეყნებთან ვაქცინის მოწოდების თაობაზე მოლაპარაკებები უკვე მიმდინარეობს.

თბილისი, 9 ივნისი — Sputnik. უკრაინის მთავრობა რუსული წარმოების ყველა სახის, მათ შორის ტუბერკულოზის ვაქცინის შესყიდვაზე უარს აცხადებს და მას შუა აზიის ქვეყნების ვაქცინით ჩაანაცვლებს, აცხადებს უკრაინის ჯანდაცვის მინისტრი ალექსანდრე კვიტაშვილი, იუწყება რუსული საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტი უკრაინა“.

„რუსული ვაქცინის უკრაინაში შემოტანა არ მოხდება. ტუბერკულოზის საწინააღმდეგო  BCG ვაქცინა, რომელიც დღეს ქვეყანაში რეალიზაციაშია ჩაშვებული, პოლონური წარმოებისაა. ჩვენ შევეცდებით მომავალში უკრაინის ბაზარზე არ დავუშვათ რუსული წარმოების ვაქცინა, მითუმეტეს BCG“, განაცხადა კვიტაშვილმა ბრიფინგზე.

ამასთან, მან განმარტა, რომ უკრაინა 15 სახეობის ვაქცინას აწარმოებს, რაც ამ მასშტაბის ქვეყნისთვის საკმარისი არ არის. კვიტაშვილს არ დაუკონკრეტებია რომელი ქვეყნიდან მოხდება ვაქცინის შესყიდვა.

 „ჩვენ (ვაქცინებს) ჰუმანიტარული დახმარებით ჩავანაცვლებთ, შუა აზიის რამდენიმე ქვეყანასთან უკვე ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს“, – აღნიშნა კვიტაშვილმა.

მანამდე უკრაინის პრემიერ–მინისტრმა არსენი იაცენიუკმა ალექსანდრე კვიტაშვილისგან სექტემბრის თვის ბოლომდე ჯანდაცვის სფეროში განხორციელებული რეფორმების რეალური შედეგები მოითხოვა. იაცენიუკის განცხადებით, ქვეყანაში რეფორმებზე პასუხისმგებლობა მთავრობას, საპარლამენტო კოალიციას, პრემიერ–მინისტრსა და პრეზიდენტს აკისრია.


ყველა ახალი ამბავი
0