თბილისი, 8 ივნისი — Sputnik. მიმდინარე კვირის ბოლოს რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი აზერბაიჯანს ეწვევა, იუწყება სააგენტო ”სპუტნიკი — აზერბაიჯანი” რუსული მედიის ინფორმაციაზე დაყრდნობით.
”ამ კვირაში პრეზიდენტი იტალიას ეწვევა და კვირის მეორე ნახევარში, კვირის ბოლოს — აზერბაიჯანს”, — განაცხადა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის პრეს-მდივანმა დმიტრი პესკოვმა.
უფრო ადრე რუსეთის პრეზიდენტის პრეს-სამსახურმა განაცხადა, რომ პუტინი ბაქოში პირველი ევროპული თამაშების გახსნაში მიიღებს მონაწილეობას.
ევროპული თამაშები, რომელიც 2015 წლის 12–28 ივნისს ბაქოში გაიმართება, პირველია ევროპის კონტინენტის ისტორიაში.
ევროპულმა ოლიმპიურმა კომიტეტმა ბაქოს 2012 წლის დეკემბერში არგუნა ევროპული თამაშების ჩატარების პატივი.
საერთო ჯამში ბაქოში 20 სპორტული შეჯიბრება გაიმართება: 16 სპორტის ოლიმპიურ სახეობებში და 4 — არაოლიმპიურ სახეობებში. ევროპის ყველა კუთხიდან ჩასული 6 ათასი სპორტსმენი 17 დღის განმავლობაში წარადგენს საკუთარ ქვეყანას.