მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

მაკდონალდი: G7–ის ნაცვლად ფარსს ვხედავთ

© photo: Sputnik / Денис Михайлов / გადასვლა მედიაბანკშისაპროტესტო აქცია
საპროტესტო აქცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
ირლანდიელი ჟურნალისტი ბრაიან მაკდონალდი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ G7–ის სამიტი შეიძლებოდა ნამდვილად ქცეულიყო მსოფლიო წესრიგის თემის განსახილველ მოედნად, მაგრამ ამერიკულ სალაყბოდ კი გადაიქცა, რომელზეც არცერთი „მეგობარი ქვეყნის“ მოსაზრებას არ ითვალისწინებენ.

თბილისი, 8 ივნისი — Sputnik. ის, რასაც ახლა G7 წარმოადგენს, ძნელად თუ შეესაბამება ნამდვილად გავლენიანი სახელმწიფოების კლუბს, წერს ირლანდიელი ჟურნალისტი ბრაიან მაკდონალდი გამოცემაში „რაშა თუდეი“. ამის თაობაზე რუსული საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტი“ იუწყება. 

თუ წარმოვიდგენთ, რომ G7–ის წევრობა ქვეყნის მთლიან შიდა პროდუქტს  (მშპ) ეფუძნება, მისი მსყიდველობითი უნარის გათვალისწინებით, მაშინ ის აშშ–ის, ჩინეთის, ინდოეთის, იაპონიის, რუსეთის, გერმანიისა და ბრაზილიისგან უნდა შედგებოდეს. ასეთ შემადგენლობას უზარმაზარი გავლენა ექნებოდა. წევრ ქვეყნებზე მსოფლიოს მშპ–ს 53% მოვიდოდა და ამას გარდა, სამიტზე წარმოდგენილი იქნებოდა სამი სამხედრო ზესახელმწიფო. 

ვაშინგტონისთვის პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ G7–ის მსგავსი შემადგენლობა ნამდვილად გადაიქცეოდა მსოფლიო წესრიგზე მსჯელობის მოედნად. 

„G7–ის რეალური სამიტის ნაცვლად ჩვენ ვხედავთ ფარსს, დომინანტ ამერიკულ სალაყბოს, რომელზეც ამერიკის პრეზიდენტი „მეგობარ“ უცხოელ ლიდერებს ორიოდე დღის მანძილზე მუცელზე მოფხანვის ნებას რთავს. იქ არ არის ადგილი სხვაგვარად აზროვნებისთვის. ვაშინგტონის დომინირება ეჭვქვეშ არ დგება და ყველა მხიარულადაა“, — წერს ჟურნალისტი. 

მაკდონალდი მკითხველს ახსენებს, რომ ვლადიმირ პუტინი ერთადერთი იყო, ვინც ამ კონსენსუსს გასულ წელს გამოწვევა ესროლა, რის გამოც რუსეთი სამიტზე აღარ მიიწვიეს. 

ჟურნალისტი ხაზს უსვამს, რომ G7–ის ამ „მოხერხებულ“ სამიტს ყავლი გაუვიდა. 

„ის დღეები, როცა მონაწილეები ამტკიცებდნენ, რომ მსოფლიოს ეკონომიკურად მართვა ძალუძთ, ისევე შორს დარჩა, როგორც გრანჟისა და ბრიტ–პოპის ეპოქა. დღეს G7–ს მხოლოდ მსოფლიოს მშპ–ის 32%–ზე შეუძლია პრეტენზია ჰქონდეს. ისეთი მძიმეწონოსანი ქვეყნების ნაცვლად, როგორებიცაა ჩინეთი და ინდოეთი, გვყავს მეორეხარისხოვანი სახელმწიფოები, რომელთა ეკონომიკა კრახის ზღვარზე დგას, მაგალითად, კანადისა და იტალიის. კანადის მშპ ოდნავ თუ აღემატება ისეთი კრიზისული სახელმწიფოების ეკონომიკებს, როგორებიცაა ესპანეთი, მექსიკა და ინდონეზია“, — მიაჩნია ბრაიან მაკდონალდსს. 

7–8 ივნისს ელმაუს სასახლეში „დიდი შვიდიანის“ წევრების — გერმანიის, აშშ–ის, კანადის, საფრანგეთის, იტალიის, იაპონიისა და დიდი ბრიტანეთის ლიდერები შეიკრიბნენ. რუსეთი, რომელიც 1998 წელს მიიღეს „შვიდიანში“ 2014 წელს გარიცხეს კლუბიდან. 

დასავლეთსა და რუსეთს შორის ურთიერთობები უკრაინაში განვითარებული მოვლენების ფონზე გაფუჭდა. აშშ–მა და ევროკავშირმა რუსეთის მთელი რიგი მოქალაქეების მიმართ სანქციები დააწესეს. მათ ევროკავშირის ქვეყნებში შესვლა ყირიმისა და უკრაინის მიმართ  დაფიქსირებული პოზიციის გამო ეკრძალებათ. გასული წლის განმავლობაში სანქცირებულთა სია არაერთხელ შეივსო ახალი ფიზიკური თუ იურიდიული პირებით. 2014 წლის ზაფხულში აკრძალვებს სექტორული ეკონომიკური სანქციებიც დაემატა. ამის პასუხად რუსეთმა კვების პროდუქტების შემოტანა შეზღუდა იმ ქვეყნებიდან, რომლებმაც მის წინააღმდეგ სანქციები შემოიღეს. ესენია: აშშ, ევროკავშირის სახელმწიფოები, კანადა, ავსტრალია და ნორვეგია. 

 


ყველა ახალი ამბავი
0