კვერენჩხილაძე: 2016 წლის მაჟორიტარული არჩევნები უნდა გაუქმდეს

© facebook.com/Margvelashviliსაქართველოს პარლამენტი
საქართველოს პარლამენტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ოპოზიციურმა პარტიებმა და არასამთავრობო ორგანიზაციებმა 2 ივნისს საქართველოს პარლამენტს საარჩევნო სისტემის რეფორმირების თხოვნით მიმართეს. მათ სურთ, რომ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები პროპორციული სისტემით ჩატარდეს.

თბილისი, 8 ივნისი – Sputnik. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია საპარლამენტო უმრავლესობას მოუწოდებს, განმარტონ მმართველი კოლიციის „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილება 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შერეული სისტემით ჩატარების შესახებ.

საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, პარლამენტში არჩევნები პროპორციული (77 დეპუტატი) და მაჟორიტარული სისტემით (73) ჩატარდება. მომდევნო საპარლამენტო არჩევნები ქვეყანაში 2016 წლის შემოდგომაზე უნდა ჩატარდეს.

 „აუცილებელია არგუმენტირებული განმარტებები თუ რატომ უნდა ჩატარდეს არჩევნები მხოლოდ პროპორციული სისტემით 2020 წელს, და არა 2016 წელს, რაც მე ამ დრომდე არ მომისმენია. ჩამოუყალიბებელია გარემოებები თუ რატომ უნდა გადაიდოს 5,5 წლით სამართლიანი არჩევნები“, – განაცხადა პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა გიორგი კვერენჩხილაძემ ორშაბათს, 8 ივნისს გამართულ ბრიფინგზე.

მისი თქმით, გაუგებარია, „ქართული ოცნების“ პოლიტიკური ნება.

 „შესაბამისი პოლიტიკური ნებისა და სურვილის ქონის შემთხვევაში – და როგორც ვხედავთ, აქვთ კიდეც, – არის საშუალება აუცილებელი კონსტიტუციური ცვლილებების ადრეულ გაზაფხულზე დასრულებისა“, – აღნიშნა კვერენჩხილაძემ.

ოპოზიციურმა პარტიებმა და არასამთავრობო ორგანიზაციებმა 2 ივნისს საქართველოს პარლამენტს საარჩევნო სისტემის რეფორმირების თხოვნით მიმართეს. მათ სურთ, რომ რეფორმები საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით დაიწყოს.

უფრო მეტიც, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო საარჩევნო კოდექსის ნორმა, რომელიც მუნიციპალიტეტების რაოდენობიდან გამომდინარე,  ერთმანდატიანი საარჩევნო ოლქების გადანაწილების პრინციპს ეხება. როგორც სასამართლოში განმარტეს, საქართველოს პარლამენტმა საარჩევნო ოლქები მექანიკურად დააკავშირა მუნიციპალიტეტებს ისე, რომ მუნიციპალიტეტებში დარეგისტრირებული ამომრჩევლის რაოდენობა არ გაითვალისწინა. საარჩევნო კოდექსის 110-ე მუხლის თანახმად, საქართველოში საპარლამენტო არჩევნებისთვის 73 ერთმანდატიანი საარჩევნო ოლქი იქმნება. 

 


ყველა ახალი ამბავი
0