თბილისი, 8 ივნისი — Sputnik. პირველი ევროპული თამაშების მედლებისთვის ბაქოში 150 ოლიმპიური პრიზიორი და 200 მსოფლიო ჩემპიონი იბრძოლებს, იუწყება სააგენტო „სპუტნიკ აზერბაიჯანი“ " "ბაქო 2105" –ის ოფიციალურ საიტზე დაყრდნობით.
ევროპული თამაშები, რომელიც 2015 წლის 12–28 ივნისს ჩატარდება ბაქოში, პირველია ევროპის კონტინენტის ისტორიაში.
„სპუტნიკმა“ გააანალიზა თამაშების მონაწილე 6 ათასივე სპორტსმენის პოტენციალი. დაკვირვების შედეგად გაირკვა, რომ 6 ათას მონაწილეს შორის არის 60 ოლიმპიური, 200 მსოფლიო ჩემპიონი და 150 ოლიმპიადის პრიზიორი სპორტსმენი.
საერთო ჯამში ბაქოში 20 სპორტული შეჯიბრი გაიმართება: 16 სპორტის ოლიმპიურ სახეობებში და 4 — არაოლიმპიურ სახეობებში. ევროპის ყველა კუთხიდან ჩასული 6 ათასი სპორტსმენი 17 დღის განმავლობაში წარადგენს საკუთარ ქვეყანას.
ევროპულმა ოლიმპიურმა კომიტეტმა ბაქოს 2012 წლის დეკემბერში არგუნა ევროპული თამაშების ჩატარების პატივი.