თბილისის გარეუბანში წყალმომარაგება ეტაპობრივად აღდგება

© photo: Sputnikმდინარე
მდინარე - Sputnik საქართველო
გამოწერა
რამდენიმე დღის განმავლობაში გადაუღებელმა წვიმებმა და ღვარცოფებმა არაგვის ადიდება გამოიწვია, რამაც არაგვის ხეობაში კომპანია Georgian Water and Power-ის სათავე ნაგებობის ფუნქციონირებას პრობლემები შეუქმნა.

თბილისი, 8 ივნისი — Sputnik. მუხიანის და გლდანის მიკრორაიონების, ასევე თემქის დასახლების მესამე მიკრორაიონის წყალმომარაგება დღის განმავლობაში ეტაპობრივად აღდგება, იუწყება ორშაბათს, 8 ივნისს კომპანია Georgian Water and Power (GWP).

რამდენიმე დღის განმავლობაში გადაუღებელმა წვიმებმა და ღვარცოფებმა არაგვის ადიდება გამოიწვია, რამაც არაგვის ხეობაში კომპანია Georgian Water and Power-ის სათავე ნაგებობის ფუნქციონირებას პრობლემები შეუქმნა. 

”16:00 საათიდან 00:00 საათამდე წყალი აღუდგება თემქის მესამე მიკრორაიონს, მუხიანის და გლდანის მიკრორაიონებს და მათ მიმდებარე დასახლებებს. ხოლო 12:30-დან 00:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება საბურთალოს — ვაჟა-ფშაველას კვარტლებს, ნუცუბიძის ქუჩას და მიკრორაიონებს, ქავთარაძის, ჯიქიას, გამრეკელის, ზაქარიაძის და მათ მიმდებარე ქუჩებს”, — აღნიშნულია განცხადებაში.

GWP ვითარების სრულ სტაბილიზაციამდე საგანგებო რეჟიმში იმუშავებს.

 


ყველა ახალი ამბავი
0