რუსი პოეტი დმიტრი მაკაროვი თბილისში საკუთარი პროგრამით წარდგება

© photo: Sputnikთბილისი
თბილისი - Sputnik საქართველო
გამოწერა
პოეტი ქართველი მსმენელის წინაშე საკუთარი ლექსებითა და კონფაბულაციებით წარსდგება. როგორც ავტორი აღნიშნავს, „ეს მოკლე შენიშვნების ჟანრია, სადაც ერთმანეთშია აღრეული სინამდვილე და გამოგონილი“.

თბილისი, 8 ივნისი — Sputnik. თბილისის „ბიბლუსის“ წიგნების გალერეაში რუსი პოეეტი დმიტრი მაკაროვი 12 ივნისს წარადგენს პროგრამას სახელწოდებით „მარტოხელა ადამიანი  მოგზაურობს და აკვირდება“ და ასევე შეასრულებს საავტორო სიმღერებს, იუწყება ღონისძიების ოფიციალური ფეისბუქ–გვერდი.

პოეტი ქართველი მსმენელის წინაშე საკუთარი ლექსებითა და კონფაბულაციებით წარსდგება. როგორც ავტორი აღნიშნავს, „ეს მოკლე შენიშვნების ჟანრია, სადაც ერთმანეთშია აღრეული სინამდვილე და გამოგონილი“. 

დმიტრი მაკაროვი გახლავთ რუსი პოეტი და კულტურტრეგერი. იგი 2012 წლიდან გამოდის მცირე კონცერტებით ჟანრში „სთენდ–აფ დრამა“, სადაც საკუთარ ლექსებსა და პროზას კითხულობს და ასრულებს საყვარელ სიმღერებს. საკუთარ შემოქმედებაში მაკაროვი ერთმანეთს უხამებს გულშიჩამწვდომ ლირიკასა და ყოველდღიურ მახვილგონივრულ დაკვირვებებს. 

 


ყველა ახალი ამბავი
0