მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

არჩევნების შემდეგ თურქული ლირა რეკორდულ მინიმუმამდე დაეცა

© photo: Sputnik / Григорий Сысоев / გადასვლა მედიაბანკშიანკარა
ანკარა - Sputnik საქართველო
გამოწერა
თურქული ლირის კურსის დაცემას ექსპერტები თურქეთის საპარლამენტო არჩევნებს უკავშირებენ, რომელშიც „სამართლიანობა და განვითარების“ მმართველმა პარტიამ ბოლო 13 წლის განმავლობაში უმრავლესობა პირველად დაკარგა.

თბილისი, 8 ივნისი — Sputnik. თურქეთის ეროვნულმა ვალუტამ ისტორიული მინიმუმს მიაღწია — ერთი აშშ დოლარი 2,75 თურქულ ლირას უდრის, ამას ადასტურებს სტამბოლის საფონდო ბირჟების მონაცემები, იუწყება რუსული საინფორმაციო სააგენტო ”რია ნოვოსტი”.  

თურქული ლირის ვარდნას ექსპერტები კვირას თურქეთში გამართულ  საპარლამენტო არჩევნებს უკავშირებენ, რომელშიც „სამართლიანობისა და განვითარების მმართველმა პარტიამ ბოლო 13 წლის განმავლობაში უმრავლესობა პირველად დაკარგა.

წინასწარი მონაცემებით, ამ ეტაპზე უკვე დათვლილია საარჩევნო ბიულეტენების 100%. „სამართლიანობის და განვითარების“ მმართველმა პარტიამ ხმათა 40,8%  მიიღო და შესაბამისად, 256 საპარლამენტო მანდატი მოიპოვა. მემარცხენე-ცენტრისტულმა „სახალხო-დემოკრატიულმა პარტიას“ ამომრჩეველთა- 25,2%–მა დაუჭირა მხარი. მემარცხენე–ცენტრისტები პარლამენტში 133 ადგილით იქნებიან წარმოდგენილნი, ხოლო პროქურთულმა პარტია — ელექტორატის ხმების 12,9%–ს დასჯერდა და 78 საპარლამენტო მანდატი მიიღო.


ყველა ახალი ამბავი
0