თბილისი, 8 ივნისი — Sputnik. ცნობილი მკურნალი და მსახიობი ჯუნა დავითაშვილი 66 წლის ასაკში მოსკოვში გარდაიცვალა, ამის შესახებ თავის ბლოგში მსახიობმა სტანისლავ სადალსკიმ დაწერა.
სადალსკის თქმით, ჯუნა საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ ორი დღე კომაში იმყოფებოდა. ის მაღაზიაში პროდუქტების საყიდლად იყო წასული, როდესაც მოულოდნელად ცუდად გახდა.
”რამდენიმე დღის წინ ის საავადმყოფოდან გამოწერეს, სადაც ოპერაცია ჩაუტარდა. სისხლთან დაკავშირებით სერიოზული პრობლემები ჰქონდა — სისხლი თითქმის არ მოძრაობდა, ხელები მკვდარივით გაყინული ჰქონდა. ისე, ჯუნა უკვე დიდი ხნის გარდაცვლილი იყო, ის ვახტანგთან ერთად მოკვდა (ჯუნას ვაჟი, რომელიც 2001 წლის დეკემბერში გარდაიცვალა) სულიერად, სხეულით კი — კი არ ცოცხლობდა, არამედ არსებობდა, იგი ენერგიის გარეშე დარჩა, მკურნალობა აღარ შეეძლო, მალე დაბრმავდა”, — დაწერა სადალსკიმ.
ჯუნა 1949 წელს ყუბანში დაიბადა. მკურნალობის გარდა ის წერდა ლექსებს, ხატავდა. ჯუნა ხელმძღვანელობდა ალტერნატიული მეცნიერებების საერთაშორისო აკადემიას. მედია წერდა, რომ ცნობილი მკურნალის პაციენტებს შორის იყვნენ ლეონიდ ბრეჟნევი, ილია გლაზუნოვი, მარჩელო მასტროიანი, რობერტ დე ნირო. ჯუნა სცენაზე იგორ ტალკოვთან და ანდრეი დერჟავინთან ერთად გამოდიოდა.
შვილის გარდაცვალების შემდეგ ჯუნა საზოგადოების წინაშე აღარ გამოჩენილა.