მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

უკრაინის სახელმწიფო საწარმოების მონიტორინგს უცხოელებს მიანდობენ

© public domainკიევი
კიევი - Sputnik საქართველო
გამოწერა
სახელმწიფო საწარმოების ნუსხიდან ყველა არ გაიყიდება, მაგრამ ის საწარმოები, რომლებიც სახელმწიფოს მფლობელობაში დარჩება, ეფექტურ კორპორაცვიებად უნდა გარდაიქმნან.

თბილისი, 8 ივნისი — Sputnik. მთავრობის პროგრამა პრივატიზაციაში აქცენტების შეცვლასა და საერთაშორისო ბირჟებზე სახელმწიფო პაკეტებისა და აქციების გაყიდვის დანერგვას ითვალისწინებს, განაცხადა რაზუმკოვის ცენტრის კონსულტანტმა ეკონომიკურ საკითხებში ვლადიმირ სიდენკომ რადიოსადგურ „დედაქალაქის ხმის“ ეთერში, – იუწყება საგენტო „რია ნოვოსტი უკრაინა“. 

ექსპერტის თქმით, სერთაშორისო აუდიტორების დასკვნის გარეშე, ასეთ ბირჟებზე ვაჭრობა პრაქტიკულად შეუძლებელია. „ჩვენ ისე უნდა გავაკეთოთ, რომ ჩვენი სახელმწიფო სექტორი არ ჩამორჩებოდეს კერძოს ფუნქციონირების ეფექტურობით“, – ხაზი გაუსვა მან. 

ეკონომიკური განვითარებისა და ვაჭრობის მინისტრმა აივარას აბრამოვიჩმა განაცხადა, რომ კომპანიები ორ ჯგუფადაა დაყოფილი. პირველ ჯგუფში მოხვდა ის 84 ობიექტი, რომელთა აქტივები 2 მლრდ უკრაინულ გრივნას აჭარბებს, ხოლო მეორეში — 99 ობიექტი 250 მლნ და მეტი უკრაინული გრივნის ღირებულების აქტივებით. იმავდროულად სიდენკომ აღნიშნა, რომ სახელმწიფო საწარმოების ნუსხიდან ყველა არ გაიყიდება, მაგრამ ის საწარმოები, რომლებიც სახელმწიფოს მფლობელობაში დარჩება, ეფექტურ კორპორაციებად უნდა გარდაიქმნან. 

„დღეისათვის სახელმწიფო კომპანიები ნაწილობრივ კერძო მფლობელობაშია, რადგან მენეჯმენტს მათი მოღვაწეობის შედეგად გამდიდრების საშუალება აქვს. ამასთან თავად საწარმოები შესაძლოა წამგებიანებიც კი იყოს, სახელმწიფო კი მათ ზარალს ანაზღაურებს. უნდა არსებობდეს მკაფიო სამართლებრივი სტატუსი და  ბიზნეს–პროცედურებმა უნდა გამორიცხოს ისეთი შუალედური პოზიცია, როგორიცაა ნახევრად კერძო–ნახევრად სახელმწიფო საწარმოები“, — თქვა ვლადიმირ სიდენკომ. 


ყველა ახალი ამბავი
0