მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

მეცნიერები: დედამიწის მოსახლეობის 95% ჯანმრთელი არ არის

© photo: Sputnik / Yuriy Strelec / გადასვლა მედიაბანკშისისხლის აქცია
სისხლის აქცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
მედიკოსებმა გაარკვიეს, რომ პლანეტის მხოლოდ 5%-ია ჯანმრთელი, დაახლოებით მესამედი ერთდროულად ხუთი და მეტი რაოდენობის დაავადებითაა დასნეულებული, რაც მიუთითებს, რომ ჯანდაცვის სისტემის სრული რეფორმირება უნდა განხორციელდეს.

თბილისი, 8 ივნისი — Sputnik. მედიკოსთა საერთაშორისო ჯგუფმა დედამიწის მოსახლეობის თავისებური აღწერა ჩაატარა და დაასკვნა, რომ პლანეტის მოსახლეობის დაახლოებით 95% დასნეულებულია, მათგან დაახლოებით მესამედს ხუთი ან მეტი დაავადება სჭირს ერთდროულად. ამის შესახებ ნათქვამია ჟურნალ Lanc – ში გამოქვეყნებულ სტატიაში, იუწყება რუსული საინფორმაციო სააგენტო ”რია ნოვოსტი”.

”გავრცელებული დაავადებები და ისეთებიც, რომელთა პრევენციაცაა შესაძლებელი, ისეთები, როგორებიცაა საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის მუშაობის სერიოზული დარღვევები და ფსიქიკის და ქცევის დარღვევები, არ იღებენ სათანადო ყურადღებას ჯანდაცვის სამსახურებისგან. ამ პრობლემების გადაჭრა  მთელი დედამიწის ჯანდაცვის სისტემის მუშაობაში პრიორიტეტების გადანაცვლებას მოითხოვს — ახლა არა მხოლოდ უნდა დავეხმაროთ ადამიანებს სიბერემდე მიღწევაში, არამედ უნდა შევძლოთ მათთვის ჯანმრთელობის შენარჩუნება”, — განაცხადა თეოდორ ვოსმა (Theodor Vos) ვაშინგტონის (აშშ) უნივერსიტეტიდან.

ვოსი და მისი კოლეგები ამ დასკვნამდე საერთაშორისო პროექტის GBD შედეგების შეჯამების შემდეგ მივიდნენ. პროექტის ფარგლებში მედიკოსები შეეცადნენ, გლობალურ ბასშტაბებში შეეფასებინათ კაცობრიობის მიდრეკილება სხვადასხვა დაავადებებისადმი და განესაზღვრათ, საშუალოდ სიცოცხლის რამდენ წელს გვართმევენ ეს დაავადებები.

ამ კვლევის მთავარი დასკვნა ისაა, რომ დაავადებული ადამიანების წილი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში ბოლო 20-25 წლის განმავლობაში სწრაფად განაგრძობდა ზრდას მაშინ, როცა სიკვდილიანობის მაჩვენებელი ძალიან არ გაზრდილა. 

ამის შედეგად, ჩვენი პლანეტის თითქმის 95% ამა თუ იმ დაავადებითაა დასნეულებული და მათგან დაახლოებით მესამედი ერთდროულად ხუთი და მეტი სახეობის სნეულებითაა ავად. მთლიანობაში კაცობრიობა სიცოცხლის დაახლოებით 730 მლნ წელს კარგავს როგორც სასიკვდილო, ასევე შედარებით უწყინარი დაავადებების გამო.

გასულ საუკუნესთან შედარებით ვითარება უარესობისკენ ორი მიზეზის გამო შეიცვალა — ზოგადად, პლანეტის საერთო დაბერებისა და ბავშვის დაბადებისას აღმოჩენილი პრობლემების ზრდის გამო. მედიკოსების განცხადებით, ამაჟამად ცოცხალი 80-90 წლის ასაკის ხნიერი ადამიანების მხოლოდ მცირე ნაწილს ჰქონდა ანალოგიური პრობლემები წარსულში მაშინ, როდესაც მესამე მსოფლიოს ქვეყნებში ბავშვების დაახლოებით 60% უკვე დაავადებული იბადება.

ევროპაში ჯანმრთელობის პრობლემები, ძირითადად, ხანში შესულ და მოზრდილ ადამიანებს კიბეზე დაცემის, იატაკზე, ყინულზე და სხვა საშიშ ზედაპირზე მოსრიალებისას ექმნებათ, ხოლო განვითარებად ქვეყნებში წამყვანი როლი დიაბეტს და საომარი კონფლიქტების დროს მიყენებულ ტრავმებს, ასევე პარაზიტულ ჭიებს ენიჭება.

ყველაზე გავრცელებული დაავადებები კვლავ ”დიდი სამეულია” — ტკივილი ზურგის არეში და დეპრესია და ანემია, რომლებისგანაც საშუალოდ დედამიწის ყოველი მეექვსე ადამიანია დაავადებული. გარდა ამისა, დაავადებების ათეულშია კარიესი, დიაბეტი, შაკიკი და კისრის ტკივილი.

როგორც ვოსი და მისი კოლეგები ვარაუდობენ, ეს მონაცემები იმაზე მეტყველებს, რომ დროა, მედიკოსები სიკვდილთან ბრძოლიდან დაავადებებთან ბრძოლაზე გადაერთონ, რომლებიც, როგორც აღმოჩნდა, დედამიწის მოსახლეობას სიცოცხლის მნიშვნელოვან წლებს ართმევს.


ყველა ახალი ამბავი
0