მამრაძე: არასამთავრობოები მხოლოდ დონორებთან არიან ანგარიშვალდებულნი

გამოწერა
მართვის სტრატეგიის ინსტიტუტის დირექტორმა, საქართველოს პარლამენტის ყოფილმა დეპუტატმა პეტრე მამრაძემ, „რია ნოვოსტის“ თბილისის საერთაშორისო პრეს-ცენტრში გამართულ „მრგვალ მაგიდაზე“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ქართული არასამთავრობო ორგანიზაიები ხშირ შემთხვევაში მხოლოდ დამფინანსებლის ინტერესებს ატარებენ.

 „განვითარებულ ქვეყნებში არასამთავრობო და საზოგადოებრივი ორგანიზაციები, როგორც წესი, ფინანსდებიან თავად მოცემული ქვეყნის მოქალაქეთა მიერ. პირველი, იქ ძალიან ბევრ ადამიანს აქვს თავისუფალი დრო და საკმარისი ჯამაგირი ძირითად სამსახურში. ასე რომ, მათ შეუძლიათ დაკავდნენ საინტერესო საქმით“, — განაცხადა მამრაძემ შეხვედრაზე, რომელიც ეძღვნებოდა თემას „სახელმწიფოსა და არასამთავრობო ორგანიზაციების თანამშრომლობას საქართველოში“.

ყველა ახალი ამბავი
0