საია: სჭირდება თუ არა საქართველოს ნაფიც მსაჯულთა სასამართლო

© public domainსასამართლო
სასამართლო - Sputnik საქართველო
გამოწერა
ხუთშაბათს, ნაფიცმა მსაჯულებმა, რომლებიც 13 საათის განმავლობაში თათბირობდნენ, ვერ შეძლეს ლაშა მახარაძის გახმაურებული მკვლელობის საქმეზე ვერდიქტის გამოტანა. ნაფიც მსაჯულთა ახალი შემადგენლობის შერჩევის მიზნით თბილისის საქალაქო სასამართლოში სხდომა 10 ივნისს გაიმართება.

თბილისი, 5 ივნისი — Sputnik. ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის გაუქმებაზე საუბარი ერთი შემთხვევის გამო არ შეიძლება, ამიტომ უნდა ჩატარდეს დისკუსია პროფესიონალთა წრეებში, — განაცხადა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარემ (საია) ანა ნაცვლიშვილმა პარასკევს, 5 ივნისს. 

 ხუთშაბათს, ნაფიცმა მსაჯულებმა, რომლებიც 13 საათის განმავლობაში თათბირობდნენ, ვერ შეძლეს ლაშა მახარაძის გახმაურებული მკვლელობის საქმეზე ვერდიქტის გამოტანა. ნაფიც მსაჯულთა ახალი შემადგენლობის შერჩევის მიზნით, თბილისის საქალაქო სასამართლოში სხდომა 10 ივნისს გაიმართება. ამასთან აღსანიშნავია, რომ ბრალდებულის წინასწარი პატიმრობის ვადა იწურება და ის შეიძლება სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებამდეც კი განთავისუფლდეს. 

 „ერთი შემთხვევით ჩვენ არ შეგვიძლია ვისაუბროთ იმაზე — უნდა იარსებოს თუ არა ინსტიტუტმა“- განაცხადა ნაცვლიშვილმა. 

 მისი თქმით, არსებული პრაქტიკიდან გამომდინარე, შეიძლება მსაჯულთა ინსტიტუტის მუშაობის გაანალიზება და გამოწვევების განსაზღვრა.

 „მე ვგულისხმობ მაშტაბებს, კულტურულ კონტექსტს, ქვეყნის სხვა თავისებურებებს, რომელთაც შეუძლიათ დადებითი ან უარყოფითი გავლენა მოახდინონ ამ ინსტიტუტის პრაქტიკულ მუშაობაზე“ — განაცხადა ნაცვლიშვილმა.

 როგორც საიას თავმჯდომარემ აღნიშნა, სანამ რაიმე გადაწყვეტილება იქნება მიღებული, აუცილებელია დეტალურად იქნას შესწავლილი ნაფიც მსაჯულთა მიერ განხილული ყველა საქმე.

 „დისკუსია უნდა გაიმართოს პროფესიულ წრეებში, არა პოლიტიკურში, არამედ იურისტებისა და სხვა პროფესიის წარმომადგენლების მონაწილეობით „ — განაცხადა ნაცვლიშვილმა.

 ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტი საქართველოში 2010 წელს გამოჩნდა და ამ სახის სასამართლოთი სარგებლობა ბრალდებულებს სურვილისამებრ  შეუძლიათ აირჩიონ.

ყველა ახალი ამბავი
0