მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ფინეთის საბაჟომ გატაცებული ანტიკვარიატის რუსეთში შეტანა აღკვეთა

© photo: Sputnik / Алексей Варфоломеев / გადასვლა მედიაბანკშისაზღვარი
საზღვარი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საუბარია ფრესკის ნაწილზე, ფილაზე, რომელიც სირიის XV საუკუნის ტაძრიდანაა გატაცებული, ნათქვამია ფინური მედიაკომპანიის Yle განცხადებაში. ფილა საბაჟოზე რუსეთში უკანონოდ შეტანის მცდელობისას დააკავეს.

თბილისი, 5 ივნისი – Sputnik. ფინეთის საბაჟო სამსახურმა რუსეთში გვიანი შუა საუკუნეების ხანის ძვირფასი ანტიკვარის უკანონო შეტანის მცდელობა აღკვეთა. ანტიკვარული ფილა სირიის ტაძრიდან გაიტაცეს „ისლამური სახელმწიფოს“ ბოევიკებმა, უიწყება რუსული საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტი“. 

„საუბარია ფრესკის ნაწილზე, ფილაზე, რომელიც სირიის XV საუკუნის ტაძრიდანაა გატაცებული. ფილა საბაჟო სამსახურმა დააკავა საზღვარზე, როდესაც რუსეთში მის უკანონო შეტანას ცდილობდნენ“ – ნათქვამია ფინური მედიაკომპანიის Yle –ს განცხადებაში.

წინასწარი მონაცემებით, ანტიკვარული ნივთი რუსი კერძო კოლექციონერისთვის იყო განკუთვნილი. 

სულ ფინელი სამართალდამცავი ორგანოები სირიული სიძველეების კონტრაბანდის ოთხ შემთხვევას იძიებენ. საბაჟო სამსახურმა ცენტრალურ კრიმინალურ პოლიციას ნივთების წარმოშობის დადგენაში დახმარების თხოვნით მიმართა. 

„ისლამური სახელმწიფოს“ ბოევიკებმა კრიზისის დაწყების მომენტიდან დღემდე სირიისა და ერაყის მთელ ტერიტორიაზე კულტურული მემკვიდრეობის 750 ობიექტი გაძარცვეს. განძეულის კონტრაბანდიდან და გაყიდვიდან „ისლამური სახელმწიფოს“ ბოევიკებმა დაახლოებით 36 მლნ აშშ დოლარის მოგება მიიღეს, განაცხადა ახლო აღმოსავლეთსა და ჩრდილოეთ აფრიკაში ქრისტიანთა დაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა ელენა აგაპოვამ პრესკონფერენციაზე. 

„ისლამური სახელმწიფოს“ ფართო ექსპანსია, რომელმაც ერაყისა და სირიის მნიშვნელოვანი ნაწილი მოიცვა, ბოლო დროის მსოფლიოს ერთ-ერთ მთავარ პრობლემად იქცა. დაჯგუფებამ, რომელიც გამოძიების ცენტრალური სამმართველოს მონაცემებით, 30 ათასამდე ბოევიკს ითვლის,  დაპყრობილ ტერიტორიაზე ხალიფატი გამოაცხადა და ახლა გავლენის ტერიტორიის გაფართოებისკენ ისწრაფის. „ისლამური სახელმწიფოს“ უჯრედები შექმნილია ლიბიაში, იემენში, ახლო აღმოსავლეთისა და ჩრდილოეთ აფრიკის სხვა ქვეყნებში. 


ყველა ახალი ამბავი
0