თბილისი, 5 ივნისი – Sputnik. საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე, რომელიც თავად აღმოჩნდა წინა დღეს ექს–პრემიერ ბიძინა ივანიშვილის კრიტიკის ობიექტი, ფიქრობს, რომ ექს–პრემიერის განცხადებები ქვეყნის ეკონომიკას და რეპუტაციას ვნებს.
მმართველო კოალიცია „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი, რომელმაც 2013 წელს საკუთარი სურვილით დატოვა მთავრობის მეთაურის პოსტი, ფიქრობს, რომ ქადაგიძე „ქართუ ბანკთან“ მიმართებაში არაკანონიერ ქმედებებშია მხილებული. გარდა ამისა, წინა დღეს ივანიშვილმა განაცხადა, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდის წარმომადგენლებმა სთხოვეს მას ქადაგიძე არ დაეპატიმრებინა და ეპატიებინა მისთვის.
„ასეთი არასერიოზული განცხადება, ისეთ სერიოზულ ორგანიზაციასთან დაკავშირებით, როგორიცაა საერთაშორისო სავალუტო ფონდი, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკას და რეპუტაციას აყენებს ზიანს“, – განაცხადა ქადაგიძემ პრესკონფერენციაზე პარასკევს, 5 ივნისს.
ამასთან, ქადაგიძემ დაამატა, რომ საქართველოს საერთაშორისო სავალუტო ფონდი საქართველოს ეკონომიკურ განვითარებაში ეხმარება.
„ეს ორგანიზაცია წლების მანძილზე უჭერს მხარს საქართველოს ეკონომიკურ განვითარებას. მის დასკვნებზე ორიენტირდება ყველა ინვესტორი და ის დონორები, რომლებიც აფინანსებენ ყველა ინფრასტრუქტურულ პროექტს“, – განაცხადა ქადაგიძემ.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ 2012 წლის დეკემბრის შუა რიცხვებში საზოგადოებას იმ დანაშაულებრივი სქემის გახსნის თაობაზე აუწყა, რომელშიც აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების მაღალჩინოსნები მონაწილეობდნენ. მათი მიზანი იმ პერიოდში ოპოზიციაში მყოფ ივანიშვილთან ანგარიშსწორება და „ქართუ ბანკის“ გაკოტრება იყო.