თბილისი, 5 ივნისი – Sputnik. არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ ახალციხესა და მარნეულში „ეთნიკური უმცირესობების ფორუმს“ ჩაატარებს, განაცხადეს ორგანიზაციაში პარასკევს, 5 ივნისს.
ახალციხეში ღონისძიება 23 მაისს ჩატარდება, ხოლო მარნეულში – ივლისის მეორე ნახევარში.
ფორუმში მონაწილეობას მიიღებენ რაიონული მუნიციპალიტეტების საგანმანათლებლო სფეროს, თვითმმართველობისა და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, რომელთაც წარედგინებათ ინფორმაცია „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ პროგრამებსა და ეთნიკური უმცირესობების ადვოკატირების ინსტრუმენტებზე“, – ნათქვამია განცხადებაში.
ფორუმის მთავარი თემებია: „ საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობები, ახლანდელი კავშირები და პერსპექტივები“, და „ საქართველოს და „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სისტემა“.
პროექტ „ახალგაზრდა ადვოკატების“ ფარგლებში ასევე იგეგმება ანგარიშის მომზადება ქართულ და რუსულ ენებზე „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ფორმატში საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობების შესახებ.