საქართველოს საფეხბურთო ნაკრები ფიფას რეიტინგში 139-ე ადგილზეა

© gff.geსაქართველოს ფეხბურთის ნაკრები
საქართველოს ფეხბურთის ნაკრები - Sputnik საქართველო
გამოწერა
პოლონეთის ნაკრები, რომელსაც საქართველოს ნაკრები 13 ივნისს ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის ფარგლებში შეხვდება, 32-ე ადგილზეა.

თბილისი, 5 ივნისი — Sputnik. საქართველოს ნაკრებს ფეხბურთში ფიფა/კოკა-კოლას ახალ ყოველთვიურ რეიტინგში 139-ე ადგილი უკავია. საქართველოს ნაკრების პოზიცია მაისის თვის მონაცემის ანალოგიურია.

კახი ცხადაძის ნაკრები რეიტინგში ახალი ზელანდიისა და ტაჯიკეთის ნაკრებებს შორისაა.

რეიტინგის სათავეში გერმანიის ნაკრებია. მეორე ადგილს ბელგიის გუნდი იკავებს. ლიდერთა სამეულშია არგენტინის ნაკრებიც. 

პოლონეთის ნაკრები, რომელსაც საქართველოს ნაკრები 13 ივნისს ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის ფარგლებში შეხვდება, 32-ე ადგილზეა.


ყველა ახალი ამბავი
0