ორჯონიკიძე: რუსეთს არ უღირს „დიდ რვიანში“ დაბრუნება

© photo: Sputnik / Антон Денисов / გადასვლა მედიაბანკშიმოსკოვი
მოსკოვი - Sputnik საქართველო
გამოწერა
„დიდი რვიანის“ შეხვედრებზე ბევრს საუბრობენ, ბევრს წერენ, მაგრამ მას სავალდებულო ხასიათი არ აქვს, განაცხადა რუსეთის ფედერაციის საზოგადოებრივი პალატის მდივნის მოადგილემ სერგო ორჯონიკიძემ.

თბილისი, 5 ივნისი – Sputnik. რუსეთს არ უღირს სწრაფვა იმისკენ, რომ „დიდი შვიდიანი“ კვლავ „დიდ რვიანად“ იქცეს, მიაჩნია რუსეთის ფედერაციის საზოგადოებრივი პალატის მდივნის მოადგილეს, რუსეთის საზოგადოებრივ პალატასთან არსებული საერთაშორისო თანამშრომლობისა და სახალხო დიპლომატიის საბჭოს თავმჯდომარეს სერგო ორჯონიკიძეს, იუწყება რუსული საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტი“. 

„რვიანი“ „შვიდიანად“ გადაკეთდა მას შემდეგ, რაც G7-ის წევრმა ქვეყნებმა 2014 წელს გადაწყვიტეს, არ გაეგზავნათ საკუთარი ლიდერები განვითარებული ქვეყნების არაფორმალური კლუბის სამიტზე სოჭში და ბრიუსელში რუსეთის გარეშე შეიკრიბნენ. ეს გადაწყვეტილება ყირიმში განვითარებული მოვლენების ფონზე მიიღეს. დღეისათვის „დიდ შვიდიანში“ შედიან: გერმანია, აშშ, კანადა, იაპონია, საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი და იტალია. კვირას ისინი გერმანიაში, ბავარიის მხარეში შეიკრიბებიან სამიტზე. 

„პირადად მე მიმაჩნია, რომ „შვიდიანში“ არაფერი გვესაქმება იმ შემთხვევაშიც კი, თუ ოდესმე ისევ მიგვიწვევენ. მე მომიწია ამ მექანიზმთან შეჯახება. მის ფარგლებში ბევრ რამეზე საუბრობენ, ბევრს წერენ, მაგრამ მერე ყველაფერი მხოლოდ მეხსიერებაში რჩება, მას არანაირი სავალდებულო ხასიათი არ აქვს“, – თქვა  „რია ნოვოსტისთან“ საუბრისას ორჯონიკიძემ.

 მან აღიარა, რომ „დიდი შვიდიანისა“ თუ „ დიდი რვიანის“ ფორმატში შეხვედრას არ შეიძლება არაეფექტური ეწოდოს, რამდენადაც მსოფლიოს უმსხვილეს ეკონომიკათა მეთაურების ნებისმიერი კონტაქტები შეიძლება ძალზე სასარგებლო გამოდგეს.  

„იქ ბევრი რამის განხილვა შეიძლება, რაც, რა თქმა უნდა, ყოველთვის სასარგებლოა: სჯობს ზედმეტად შეხვდე, ვიდრე არ შეხვდე, მაგრამ ეს მაინც ნახევრადოფიციალური შეთანხმებებია“, – მიაჩნია ექსპერტს. 

„როცა სახელმწიფოთა მეთაურებსა და მთავრობებს შორის შეთანხმებები არსებობს, ისინი მათ დაცვას ცდილობენ, მაგრამ ეს განსაკუთრებულ ვალდებულებებს მაინც არ აკისრებს. ასე რომ, პრინციპში იქ არაფერი წყდება“, – აღნიშნა მან. 

ამ თეზისის დასამტკიცებლად ორჯონიკიძემ ის ფაქტი დაასახელა, რომ „დიდ შვიდიანში“ არ ისწრაფვიან სხვა დანარჩენი ზესახელმწიფოები, უპირველესად კი ჩინეთი. 

„აი ნახეთ, ჩინელები არაერთხელ მიიწვიეს ამ კლუბში. ჩინელები კი ყოველ ჯერზე ეუბნებოდნენ – გმადლობთ, ჩვენ ეს არ გვჭირდებაო. ეს რაციონალური თვალსაზრისია. ჩინელებს შესანიშნავად ესმით, რომ იქ, პრინციპში, არაფერი წყდება. ასე რომ, ტრაგიკულს ვერაფერს ვხედავ იმაში, რომ ჩვენ მას არ ვესწრებით“, – თქვა ორჯონიკიძემ. 

იმ გადაწყვეტილებებზე საუბრისას, რომლებიც შესაძლოა სამიტზე მიიღონ, მან რუსეთის წინააღმდეგ სანქციების თემა გამოყო. მანამდე მთელი რიგი მედია–საშუალებები წერდნენ, რომ გერმანიაში შეხვედრისას აშშ ევროპის ქვეყნების რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გახანგრძლივებაში დარწმუნებას შეეცდებოდა. 

„თუ გადაწყვეტილებას მაინც მიიღებენ, ისინი, ალბათ, არ განაცხადებენ ამის თაობაზე. განცხადება ევროკავშირის სამიტზე გაკეთდება, მიუხედავად იმისა, რომ ამ საკითხზე „შვიდიანის“ ფარგლებში ექნებათ ნამსჯელი“, – მიაჩნია ორჯონიკიძეს. 

 

 


ყველა ახალი ამბავი
0