ნემცოვის საქმის ადვოკატმა განაცხადა, რომ არაფერი იცის „საიდუმლო მოწმის“ შესახებ

© photo: Sputnik / Maxim Blinov / გადასვლა მედიაბანკშინემცოვის საქმეზე სასამართლო პროცესი
ნემცოვის საქმეზე სასამართლო პროცესი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბორის ნემცოვის მკვლელობაში ბრალდებულთა ადვოკატმა როზა მაგომედოვამ განაცხადა, რომ პროცესის მონაწილეთაგან არავის უხსენებია „საიდუმლო მოწმე“.

თბილისი, 5 ივნისი – Sputnik. პოლიტიკოსი ბორის ნემცოვის მკვლელობის საქმეში ბრალდებულების დაცვის მხარემ არ იცის გამოძიების „საიდუმლო მოწმის“ შესახებ, განაცხადა ადვოკატმა როზა მაგომედოვამ რუსულ საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტითან“ საუბრისას.

 „ამის შესახებ არაფერი ვიცი“, – განაცხადა მან და დაამატა, რომ გამოძიება ჯერჯერობით არ აცნობს დაცვის მხარეს ნივთმტკიცებებს, მათ ყველა მტკიცებულების ნახვა სასამართლოსთვის საქმის გადაცემის წინ შეეძლებათ.

მაგომედოვას „საიდუმლო მოწმის“  შესახებ,  მისი თქმით, პროცესის მონაწილეთაგან არავის უსაუბრია.

მედია–საშუალებებმა პარასკევს გაავრცელეს ინფორმაცია იმსი შესახებ, რომ ნემცოვის მკვლელობის საქმეში გასაიდუმლოებული მოწმე გამოჩნდა, რომელსაც კავშირი ჰქონდა ბრალდებულებთან და სპეცსამსახურებს მათ დაკავებაში დაეხმარა.

კანონმდებლობის მიხედვით, მოწმის შესახებ ინფორმაცია საიდუმლო ხდება, თუ მას შესაძლო საფრთხე ემუქრება. ასეთ შემთხვევაში მის სახელს პროცესის მონაწილეებსაც კი არ უხსენებენ და სასამართლოზე ჩვენებას ის სხვა ოთახიდან ფსევდონიმის გამოყენებით იძლევა, რათა ვერავინ შეძლოს მისი ამოცნობა, გარდა ამისა ხმაც იცვლება სპეციალური ხელსაწყოების დახმარებით.

რით არის ცნობილი ბორის ნემცოვი

ბორის ნემცოვი 1959 წლის 9 ოქტომბერს სოჭში დაიბადა. 1991 წლის სექტემბერში დაინიშნა რუსეთის პრეზიდენტის წარმომადგენლად ნიჟეგოროდის ოლქში, 1995 წელს ნიჟეგოროდის გუბერნატორის არჩევნებში გაიმარჯვა. 1997 წელს გახდა პირველი ვიცე–პრემიერი, მარტიდან დეკემბრის თვის პერიოდში ერთდროულად იყო ენერგეტიკისა და ნავთობის მინისტრი  და ოპერატიულ საკითხებში სამთავრობო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე. 1998 წლის მარტში იგი ვიქტორ ჩერნომირდინის მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობაში დაკავებული თანამდებობიდან გადააყენეს. 1998 წლის  აპრილში ბორის ნემცოვმა სერგეი კირიენკოს მთავრობაში ვიცე–პრემიერის პოსტი დაიკავა, აგვისტოში კი განცხადება დაწერა თანამდებოდის დატოვების შესახებ.

 


ყველა ახალი ამბავი
0