დევდარიანი: აშშ-მა რუსეთისგან უნდა ისწავლოს ტერორიზმთან ბრძოლა

© Sputnik ნანა დევდარიანი
ნანა დევდარიანი - Sputnik საქართველო
გამოწერა
„სპუტნიკ. მნენიას“ კიდევ ერთი გამოკითხვის მონაცემებით, რომელიც საერთაშორისო სააგენტოსა და რადიო „სპუტნიკისთვის“ ჩაატარა კვლევითმა ცენტრმა ICM Research, აშშ-ისა და ევროპული ქვეყნების მაცხოვრებლები შეშფოთებულები არიან პერსონალური მონაცემების საიდუმლოს დაცვის საკითხით.

თბილისი, 5 ივნისი – Sputnik. აშშ-მა რუსეთისგან უნდა ისწავლოს როგორ ებრძოლოს ტერორიზმს ისე, რომ არ შეეხოს მოაქალაქეთა პირად ცხოვრებას, განუცხადა გლობალური კვლევების ქართული ცენტრის ხელმძღვანელმა ნანა დევდარიანმა  საინფორმაციო სააგენტო „სპუტნიკ. საქართველოს“. 

„სპუტნიკ. მნენიას“ კიდევ ერთი გამოკითხვის მონაცემებით, რომელიც საერთაშორისო სააგენტოსა და რადიო „სპუტნიკისთვის“ ჩაატარა კვლევითმა ცენტრმა ICM Research, აშშ-ისა და ევროპული ქვეყნების მაცხოვრებლები შეშფოთებულები არიან პერსონალური მონაცემების საიდუმლოს დაცვის საკითხით. 

„თუ მათ (აშშ-ს. – რედ.) ნამდვილად სერიოზულად სურთ ტერორიზმთან ბრძოლა, პირველი: არ არის საჭირო ისეთი ორგანიზაციების დაფინანსება, როგორებიცაა, მაგალითად, თავის დროზე „თალიბანი“, ახლა კი „ისლამური სახელმწიფო“, რომლებიც მერე 180 გრადუსით ტრიალდებიან და აშშ-სა და დასავლურ ქვეყნებს ურტყამენ და მეორეც: თუ მათ სურთ ტერორიზმთან ბრძოლა, შეუძლიათ ისწავლონ რუსეთისგან, რომელსაც საკმაოდ წარმატებული გამოცდილება აქვს ამ საქმეში. მათ შეუძლიათ ისწავლონ, როგორ გააკეთონ ეს ისე, რომ არ შეეხნენ ნებისმიერი მოქალაქის პირად ცხოვრებას. ვფიქრობ, რომ რუსეთში არ არსებობს ტოტალური თვალთვალი“, – განაცხადა დევდარიანმა. 

მისი თქმით, ვაშინგტონი, სახელმწიფო უსაფრთხოების მომიზეზებით, რაც უნდა, იმას აკეთებს. 

„შეერთებულ შტატებში შეაჩერეს კანონი „პატრიოტი“ (Patriot Act), რომელიც ჯორჯ ბუში-უმცროსის დროს მიიღეს. ეს იქ მარაზმულ ზომებში გადაიზარდა. ამ კანონის მიღებით ისინი გულმოდგინედ უთვალთვალებდნენ პირად ფოსტას, მიმოწერას და ასე შემდეგ, მიუხედავად იმისა, რომ ყველა საერთაშორისო დოკუმენტისა და ადამიანის უფლების მიხედვით, პირადი ცხოვრებაც და პირადი მიმოწერაც დაცულია. სახელმწიფო უსაფრთხოებით თავის მართლება და რაც გინდა იმის კეთება – საქმე არაა“, – აღნიშნა დევდარიანმა. 

არსებული სიტუაციიდან გამოსავალს ექსპერტი სასამართლოში ხედავს, რომელიც სპეცსამსახურებს მსხვილი საინფორმაციო ტექნოლოგიური კორპორაციებისა და სოციალური ქსელებისგან მომხმარებელთა პირადი მონაცემების გამოთხოვის უფლებას უნდა აძლევდეს.

„ყველაფერი სასამართლოს უფლებადაშვებით უნდა ხდებოდეს. სხვაგვარად თუ თითოეული მაღალჩინოსანი თვითნებურად მისცემს თავს ამის უფლებას, არაფერი კარგი არ მოხდება. ყველაფერი მხოლოდ სასამართლოს დადგენილებით უნდა წყდებოდეს. არსებობს ოპერატიული დამუშავება, არსებობს მსგავსი საქმეების გამოვლენის სხვადასხვაგვარი მეთოდები. ასე რომ, ადამიანის პირად ცხოვრებაში ჩარევა აუცილებელი არ არის. მაგრამ თუ ეს მართლაც აუცილებელი იქნება, მხოლოდ სასამართლოს ნებართვით უნდა გაკეთდეს“, – დაასკვნა დევდარიანმა. 

„სპუტნიკ. მნენიას“ გამოკითხვის თანახმად, გერმანიის მოსახლეობის თითქმის ნახევარი – 47% და საფრანგეთის მოსახლეობის თითქმის მესამედი – 38% დარწმუნებულია, რომ მსოფლიოს უმსხვილესი სოციალური ქსელები და საინფორმაციო ტექნოლოგიური კომპანიები უზრუნველყოფენ აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების სააგენტოს პირდაპირ წვდომას მომხმარებლების მონაცემებზე, „რაც კანონის ფარგლებს ცდება“. 

დიდ ბრიტანეთსა და აშშ-ში გამოკითხულ რესპონდენტთა თითქმის მესამედი – 31% და 29% შესაბამისად, მიიჩნევს, რომ უსაფრთხოების სააგენტოს კომპანიები მონაცემებზე წვდომის უფლებას აძლევს, რაც უკანონოა. 

გამოკითხულ რესპონდენტთა საერთო რაოდენობის მხოლოდ 9%–ს სჯერა, რომ საერთაშორისო სოციალური ქსელები და მსხვილი საინფორმაციო ტექნოლოგიური კომპანიების წარმომადგენლები ძალისხმევას არ ზოგავენ პერსონალური მონაცემების დასაცავად. სწორედ ამდენი გამოკითხული ვარაუდობს, რომ კომპანიები „არ თანამშრომლობენ სახელმწიფო სტრუქტურებთან მომხმარებლების შესახებ ინფორმაციის გადაცემის კუთხით და მაქსიმალურ ძალისხმევას იჩენენ მომხმარებელთა მონაცემების დასაცავად“. ამერიკელების მხოლოდ 11% ეთანხმება მოსაზრებას, რომ მსხვილი კორპორაციები სახელმწიფო სტრუქტურებს არ გადასცემენ მონაცემებს. 


ყველა ახალი ამბავი
0